როდესაც დამქირავებელი ამას გეკითხება, თავში შესაძლებელია ამოგიტივტვდეს შემდეგი პასუხები: „დავწინაურდები“, „ამ დაწესებულების მმართველი გავხდები“, „საკუთარ საქმიანობას წამოვიწყებ“, ან მაგალითად „თქვენს პოზიციაზე შეგცვლით“. მსგავსი პასუხების გაცემა რეკომენდებული არ არის. ხოლო პასუხი „ამ თანამდებობაზე / ამ კომპანიაში არა“ ან „სადმე სხვაგან, უკეთეს ადგილზე“ სრულიად მიუღებელია.

მიუხედავად ამისა, კვლავაც შესაძლებელია დარჩე გულწრფელი და გააცნო დამქირავებელს შენი მიზნები სწორი ფორმულირებით.

გაგაჩნია რეალური მოლოდინი შენი კარიერის მხრივ? ამბიციური ხარ? და კონკრეტულად ეს პოზიცია ემთხვევა  შენს მიზნებს და კარიერული ზრდის პერსპექტივებს?

ასე ჩამოვაყალიბოთ: დაფიქრდი და გაიაზრე, რეალურად რა შედეგამდე, რა წერტილამდე შეუძლია ამ კონკრეტულ პოზიციას შენი მიყვანა. ასევე, დაფიქრდი თუ რა მხრივ შეიძლება ამ პოზიციამ გავლენა იქონიოს შენს გაცილებით ფართომასშტაბიან კარიერულ გეგმებზე.

მაგალითად შენ შეგიძლია თქვა:

„ნამდვილად მოხიბლული ვარ ამ ვაკანსიით თქვენს კომპანიაში, რადგან ხუთ წელიწადში მსურს მხედავდნენ, როგორც (მაგალითისთვის) ენერგეტიკის/მშენებლობის/მომარაგების სფეროს სპეციალისტს დიდი გამოცდილებით და ცოდნით. და ვიცი, რომ ეს ის არის, რასაც ამ პოზიციაზე და ამ კომპანიაში შევიძენ.

ასევე, უახლოეს რამდენიმე წელიწადში მინდა ვცადო საკუთარ თავზე ავიღო უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართვის მხრივ და პოტენციურად წარვმართო კიდეც კონკრეტული პროექტი.“

არის ვაკანსიები, რომლებიც არ უკავშირდება შენს შორსმიმავალ კარიერულ გეგმებს, მაგრამ ამ ეტაპზე გჭირდება ეს სამსახური. ამიტომაც სავსებით მისაღებია, თუ განაცხადებ, რომ ნამდვილად არ იცი მომავალში რას უნდა ელოდო. და აღნიშნე, რომ ეს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიაში ნამდვილად ხელს შეუწყობს შენი მიზნების ჩამოყალიბებას და პიროვნულ ზრდას.

ამ შეკითხვის ქვეტექსტი შეიძლება ასეც აღვიქვათ, რომ დამქირავებელს სურს გაიგოს თუ რამდენად გაინტერესებს ეს პოზიცია, ეს კომპანია, მისი საქმიანობა და წინასვლა. რადგან ადამიანის დაქირავება არის ინვესტიცია, რომელსაც კომპანია დებს შენში და თუ დამქირავებელი დაინახავს შენს გულწრფელ დაინტერესებას კომპანიასთან ერთად გაიზარდო, კომპანიასთან ერთად მიიღო ახალი გამოწვევები და ენთუზიაზმით იყო განმსჭვალული კომპანიის საქმიანობისადმი, შენი შანსები ერთი-ორად გაიზრდება.