სიყვარულისა და სექსის მეცნიერული ახსნა (12+) » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

სიყვარულისა და სექსის მეცნიერული ახსნა (12+)

გააზიარეთ:

სიყვარულისა და სექსის მეცნიერული ახსნა – სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, ასე
წარმოიქმება ახალი სიცოცხლე. რატომ ვირჩევთ ჩვენ მეორე ნახევარს ? რატომ გვიზიდავს ჩვენ ის ?
მეცნიერები ცდილობენ ეს პროცესი უფრო სიღრმისეულად დაგვანახონ. სიყვარული – მისი მოქმედებაჰგავს კოკაინის მიერ გამოწვეულ ეფექტს, გაგიკვირდებათ, მაგრამ პარტნიორს ჩვენ სურნელითაც
ვირჩევთ და რა გვაიძულებს, სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვროთ ჩვენ მეორე ნახევართან.
ბიჭი ხვდება გოგოს, გოგო – ბიჭს, მათ შორის წარმოიქმნება სექსუალური აგზნება და მათ შორის
იწყება თამაში. ეს თამაში ისეთივე ძველია როგორიც სამყარო, დღეს მეცნიერება აღწევს წყვილის
საძინებელ ოთახში, რათა დეტალურად ახსნას მათი სექსუალური ცხოვრების თავისებურებანი, ისინი
ეცდებიან ქიმიურ დონეზე დაიყვანონ ვნება, სიყვარული და ქორწინება. ეს ახსნას აძკევს თუ რა
მოსწონს პრტნიორს ჩვენში, როგორ ვიზიდავთ სხვებს. ცხოველებისთვის ეს პროცესი გადარჩენისთვის
ბრძოლაა, გამარჯვებულს კი გენების გამაგრძელებელი შეხვდება.
ანთროპოლოგი ჰელენ ფიშერი ცდილობს დააკავშიროს სხეულისა და ტვინის ფუნქცუინირება მაშინ,
როდესაც გოგო და ბიჭი ერთმანეთს ხვდება. ფიშერი თვლის რომ პარტნიორები ქორწილამდე გადიან
სამ ეტაპს: ვნება – როდესაც მათ აქვთ სურვილი მიიღონ სექსუალური სიამოვნება ერთმანეთისგან,
რომანტიკა – განდიდება პარტნიორის, ცენ ვთვლით რომ ის არის ადამიანი, რომელსაც მთელი
ცხოვრება ვეძებდით და შეჩვევა – გვიყალუბდება დაცულობის გრძნობა მასთან როცა ვართ, ეს
გრძნობა გვიჩნდება ქორწინების შემდეგ
პირველ რიგში რა აღგვიძრავს ვნებას საპირისპირო სქესში ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად
პრიფესორ ფიშერს დასჭირდა საფუძვლიანად შეესწავლა ადამიანის თავის ტვინი. სწორედ ამიტომ მან
გადაწყვიტ, დაკვირვება ჩაეტარებინა შეყვარებულ სტუდენტებზე, ის იყენებდა ფუნქციურ
მაგნიტორეზონანსულ ტომოგრამას. ჰელენმა შეამჩნია რომ, თავის ტვინის სისხლმომარაგება
იცვლებოდა, მოგეხსენებათ აქტიუ ცენტრს უფრო მეტი სისხლი სჭირდება ვიდრე პასიურს,
დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაცები განსხვავებულად აღიქვამენ სიყვარულს. კაცებისთვის
უპირატესს გარეგნობა წარმოადგენს, ქალებისთვის კი მთავარი ხასიათია“ჩვენი დაკვირვებებიდან დამტკიცდა, რომ მამაკაცებს თავის ტვინის ის უბანი ჰქონდათ აქტიური,
რომელიც ვიზუალურ მხარესთან არის დაკავშირებული, ხოლო ქალების შემთხვევაში მათ
გააქტიურებული ჰქონდათ თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მეხსიერებას აკონტროლებს” – აცხადებს
ჰელენ ფიშერი
ჩაატარეს სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტი ქუჩაში, გამვლელებს ანახედბნენ 4 ქალის სურათს,
ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ, განსხვავება მხოლოდ წელის მოყვანილობაში იყო
მამაკაცების მოწონებას წელში კარგად გამოყვანილი ქალები იიმსახურებდნენ, ეს შეიძლება ბევრს
არაფერს ამბობს, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქ ზოგადი წარმოდგენა თუ როგორი გოგონები მოსწონს ბიჭებს.
ცნობილი ფაქტია რომ ასეთი სხეულის მქონე ქალბატონები შედარებით ადვილად იტანენ
მშობიარობას, ადვილად ორსულდებიან, მშობიარობენ ადრე და მათთან იშვიათია ნაყოფის მოწყვეტა.
ბიოლოგი რენდი ტორნილი შეისწავლის ადამიანის სხეულის სექსუალურ სილამაზეს.
„ადამიანის სახე და სხეული ინდიკატორია, როგორ გამოეყოფა მას ჰორმონები, მამაკაცებში
ტესტოსტერონი, ქალბატონებში – ესტროგენი.“ ქალის მკერდი, ცხიმი, სახის ნაკვთები ყალიბდება ესტროგენის ხარჯზე. ესტროგენი გამოიყოფა
საკვერცხეებში, ის არა მარტო მენსტრუალურ ციკლზე მოქმედებს, არამედ სახისა და სხეულის
ჩამოყალიბებაზეც
„ესტროგენზეა დამოკიდებული რამდენად „ხარისხიანია“ ქალბატონი, რამდენად კარგად
რეპროდუქციულია. ასევე ამ ჰორმონზეა დამოკიდებული რამდენად ადვილად იმშობიარებს ქალი“
ამ თეორიიდან გამომდინარე, მამაკაცებს სწორედ ისეთი გოგონები იზიდავს, რომლებიც
ჯანმრთელები არიან, ადვილად იმშობიარებენ და ადვილად გაამრავლებენ მამაკაცების გენს.
ჰორმონული ინდიკატორი მხოლოდ ქალებს არ გააჩნიათ, მამაკაცის ტესტოსტერონი (გამოიყოფა
სათესლეებში) განსაზღვრავს მის აღნაგობას, რამდენად ძლიერი იქნება, რამდენად ძლიერი ძვლები
ექნება და ასევე როგორი განვითარებული კუნთოვანი სისტემა ექნება.
დროთა განმავლობაში ესტროგენის რაოდენობა იკლებს ქალის ორგანიზმში, ამიტომ მათი სხეული
სინატიფესა და სილამაზეს კარგავს. მამაკაცებს კი ლამაზი სხეული იზიდავს, ქალებს კი ის იზიდავს,
რომ მამაკაცებს იზიდავს ქალები. სწორედ ამიტომ გახდა ქირურგიული ჩარევა ასეთი პოპულიარული.
პლასტიკური ქირურგიით შეიძლება სხეულს სილამაზე მიანიჭო, მაგრამ როგორც ყველაფერს,
პლასტიკურ ქირურგიასაც აქვს დიდი მინუსი, მინუსი კი კაცობრიობისთვისაა საზიანო. როგორც
ზემოთ ავღნიშნე მამაკაცი ჯანმრთელი ქალისკენ მიილტვის, ჯანმრთელი ქალი კი ჯანმრთელი
მამაკაცისკენ, დღეს დღეობით კი გარეგნობა მატყუარაა, ამიტო სინამდვილეში არავინ იცის
ლამაზ(ჯანმრთელ) ქალთან აქვს ურთიერთობა, თუ ქირურგის შედევთან. ალბათ დამეთანხმებით რომ
ეს ცუდად მოქმედებს ევოლუციაზე
ქალი მამაკაცს მხოლოდ იმ ასპექტით არ აფასებს, თუ რამდენად ჯანსაღია მისი სპერმა, ქალისთვის
მნიშვნელოვანია როგორია მამაკაცი, არის თუ არა კეთილი, შეიძლება თუ არა მისი ნდობა, უღალატებს
თუ არა, სამომავლოდ როგორი მეუღლე იქნება და როგორი მამა. ეს ყველაფერი გარეგნულად არ
ფასდება. ფიშერი ცდილობს აღმოაჩინოს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ქალი აფასებს მამაკაცს და
ირჩევს მის მეორე ნახევარს. შეყვარებული ქალის ტვინში ყველაზე აქტიური ჰიპოკამპია, რომელიც
მეხსიერებას განსაზღვრვს, მაგრამ როგორ არის დაკავშირებული მეხსიერება სექსთან და
სიყვარულთან ?
ფიშერმა ჩათვალა, რომ სწორედ ეს ნიშნავს იმას რომ ქალი უპირატესობას ხასიათს ანიჭებს, ის
იმახსოვრებს ყველაფერს, როგორ მოიქცა მამაკაცი, შეასრულა თუ არ ადანაპირები, როგორ ექცევა
სხვებს, რას პირდეპა ქალს. ანუ მახსოვრობა მას ჭირდება იმისთვის განსაჯოს თუ როგორი მეუღლე
იქნება ის სამომავლოდ. სწორედ ამიტომ მახსოვრობა ქალისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ქალი მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება, მას ასევე აინტერესებს მამაკაცის სტატუსი, აქვს თუ არა
უნარი მას უზრუნველყოს ოჯახი, აღზარდოს ბავშვი.
მამაკაცები და ქალბატონები სხვადასხვაგვარად ცდილობენ მოიგონ ბრძოლა საუკეთესო
პარტნიორისთვის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ბრძოლაში სხეულის ენა არანაკლებ როლს
თამაშობს. ადამიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მათი და მათი პარტნიორის
ჯანმრთელობაა, მაგრამ როგორ გავიგოთ ჯანრმთელია თუ არა პარტნიორი?
ჩვენ როდესაც ვუყურებთ ხალხს, ვარჩევთ რომელია მათ შორის უფრო მიმზიდველი, მაგრამ ეს
მხოლოდ ვიზუალური მხარე არაა, ამ დროს თავის ტვინი მილიონობით ანალიზს ახდენს, თანაც იმდენად სწრაფად, რომ ჩვენ ვერც კი ვხვდებით. სწორედ ამ ვიზუალურობით ხვდება ჯანმრთელია
ადამიანი თუ არა, სახის ნაკვთები და მოყვანილობა ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტო
ჯანმრთელი ასოცირდება მიმზიდველთან.
პროფესორმა ესეთი ცდა ჩაატარა, უნივერსიტეტის ბიჭებს სთხოვა ეთამაშათ კალათბურთი, რათა
გამოყოფოდათ ოფლი, ოფლი კი შეიცავს ფირამონებს, უსუნო ნივთიერება. ამბობენ რომ ფირამონები
საჭიროა რათა ქალის ყურადღება მიიქციო და მისთვის სასურველი იყო. როდესაც კალათბურთელებმა
თამაში დაასრულეს, სპორცმენების მაისურები გოგონებს დაურიგეს, მათ სუნის მიხედვით უნდა
აერჩიათ მამაკაცი, რომელსაც ყველაზე მიმზიდველი სურნელი ექნებოდა.
ცდამ დაამტკიცა რომ ფერამონები საკმაოდ დიდ როლს თამაშობდნენ, გოგოებმა ერთხმად მოიწონეს
ბიჭი, რომელიც დანარჩენებთან შედარებით, იდეალური პარტნიორი იყო ჯანმრთელობის მხრივ
მრავალი ბიოლოგიური დაკვირვებების შედეგად პროფესორებმა განაცხადეს, რომ ბავშვის მშობლები
არ უნდა იყვნენ იდენტრურები არც ხასიათით არც იმუნიტეტით, როდესაც მშობლები განსხვავდებიან
ერთმანეთისგან, ამ შემთხვევაში ბავშვს გენების საუკეთესო თნწყობა გადაეცემა. ქალისთვის როგორც მამაკაცის სურნელს, ასევე მისი სახის სიმეტრიულობასაც დიდი მნიშვნელობა
აქვს. სახის ნაკვთები ფირამონების მსგავსად ინფორმაციას გადასცემენ ადამიანის ჯანმრთელობის
შესახებ. პროფესორმა უნივერსიტეტში ჩაატარა ცდა, რამოდენიმე გოგოს დაუდო სიურათები, სურათების მიხედვით კი მათ უნდა გამოერჩიათ მათთვის მიმზიდველი მამაკაცი. ცდის დასრულების
შემდეგ, ყველაზე სიმპათიურ მამაკაცს ჩაუტარეს გამოკვლევა, აღმოჩნდა რომ მას იმუნური სისტემა
შედარებით ძლიერი ჰქონდა სხვებზე, ასევე უფრო ძლიერი გენური მატარებელი იყო. ჯერჯერობით
არავინ იცის თუ როგორ მოქმედებს სახის სიმეტრიულობა ჯანმრთელობასთან, ზოგი ფიქრობს, რომ
ძლიერი იმუნიტეტის გამო, ეს ხალხი არ ავადდებიან ხშირად, ზოგიერთი ავადმყოფობა (ვირუსი ან
დაავადება) იწვევს სახის ასიმეტრიას.
ევოლუციამ გამოიწვია ადამიანის გონებაში დიდი ცვლილება, ხოლო თავის ტვინში მან ჩადო ის
ფუნქცია, რომ შეაფასოს ადამიანი მისი ჯანმრთელობის მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ მას როგორც
მიმზიდველობას, რომელიც ჯანმრთელობის ინდიკატორია.
სიმეტრია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ორგანიზმი ზოგჯერ იტყუება, რათა უფრო
სიმეტრიულები გამოვჩნდეთ. ლონდონში ჩაატარეს ასეთი ცდა, გოგონების თითებსა და ყურებს
ზომავდნენ, ოვულაციამდე, ოვულაციის დროს და ოვულაციის შემდეგ. ცდებმა დაადასტურა, რომ
ოვულაციამდე, 24 საათით ადრე, თითებისა და ყურების ფორმა იცვლება, ისინი შედარებით
სიმეტრიულები ხდება. მეცნიერებმა ჯერ ვერ უპოვეს ამ ფენომენს ახსნა.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა როდესაც დაწყებულია, მაშინაც კი ორივე პარტნიორს ერთი რამ
აწუხებს, როგორ გავაღვიძოთ ინტერესი. ნუ ნერვიულობთ, მეცნიერება მზადაა დახმარების ხელი
გამოგიწოდოთ, რათა გაზარდოს თქვენი შანსები საქორწილო ორთაბრძოლაში. სამეცნიერო ხრიკები
გამოგადგებათ თქვენ, რათა მეორე ნახევარის თვალში აღმოჩნდეთ უფრო მიმზიდველები და
საინტერესოები.ჩვენს ირგვლივ ათასობით ადამიანი მოძრაობს ყოველდღე და ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს
ჩვენთვის იდეალური მეორე ნახევარი, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ ერთს. ანთროპოლოგი ჰელენ
ფიშერი ცდილობს მეცნიერების კუთხიდან ახსნას სიყვარულისა და ურთიერთობის ეს ფენომენი. მან
დაყო ურთიერთობა სამ ფაზად: ვნება, რომანტიკა და შეჩვევა, თითოეულ ამ ფაზას აქვს თავისი
გარკვეული ქიმიური იმპულსი. მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ჩვენი თითოეული მოქმედება ქიმიური
ნივთიერებებითაა გამოწვეული ეს ყველაფერი ჩვენდადამოუკიდებლად ხდება. ვნება ააქტიურებს
ჰორმონ ტესტოსტერონს, მამაკაცებს გამოეყოფათ სათესლეებში, ქალებს საკვერცხეებში, სისხლით ის
მიეწოდება თავის ტვინს და ააქტიურებს იმ უბანს რომელიც განსაზღვრავს სქესობრივ სიამოვნებას. ეს
ძალა გვადგმევინებს პირველ ნაბიჯს, გვქონდეს პაემანი. ვნება ასევე მოქმედებს სხვა ემოციებზეც,
სოცფსიქოლოგი არტ აარონი იკვლევს თუ როგორ ძლიერდება სექსუალური გრძნბები შიშის
ფაქტორის თანაობისას.
არტ აარონმა განაცხადა რომ შიშის ფაქტორის დროს ჩვენი პარტნიორი ბევრად უფრო მიმზიდველად
გვეჩვენება. აარონმა გადაწყვიტა ცდა ჩაატაროს ამ თეორიის დასამტკიცებლად. ქალი დამკვირვებელი
დგას ერთ-ერთ მაღალ ხიდზე, ხიდი საკმაოდ საშიშად გამოიყურება, რადგან მხოლოდ თოკებითაა
დამაგრებული, გამვლელ მამაკაცებს კი უსვამს კითხვებს, გამოკითხვის დამთავრების შემდეგ კი
ტელეფონის ნომერს უტოვებს. მეორე ადგილი ჩვეულებრივი ქვის ხიდია, მან იგივე კითხვები დაუსვა,
ბოლოს კი ტელეფონის ნომერი დაუტოვა. მეორე დღეს ელოდებოდა ტელეფონის დარეკვას და ინიშნავდა რომელი ადგილიდან უფრო ხშირად ურეკავდნენ, სადაც საშიში ხიდი იყო თუ სადაც
საიმედო. ცდის ბოლოს აღმოჩნდა რომ საშიშ ხიდზე შეხვედრილი მამაკაცების ზარი ოთხჯერ
აღემატებოდა, საიმედო ხიდზე შეხვედრილ მამაკაცების ზარს. ამ ცდამ თეორია ნამდვილად
დაადასტურა. დაივიწყეთ რომანტიული ვახშმები, პირველი პაემანი სჯობს იქ გაატაროთ სადაც
ნამდვილად საშიშია. ფსიქოლოგ-ევოლუციონერი ჯეფრი მილერი იკვლევს სექსუალურ აგზნებადობას ადამიანის
ინტელექტთან დაკავშირებით. დაახლოებით ასი ათასი წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს
შედარებით ჭკვიანი პარტნიორის არჩევა, ამან გამოიწვია ის რომ დღეს ჩვენ გონებრივად
განვითარებულები ვართ. გონებას გამოვიყენებთ არამარტო თვითგადასარჩენად, არამედ იმისთვისაც
რომ მივიქციოთ ჭკვიანი პარტნიორის ყურადღება. სექსუალურ აგზნებაზე ასევე მოქმედებს ჩვენი
კულტურული ხედვა და შესაძლებლობა, მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ხელოვანებს ბევრად უფრო
მეტი სექსუალური პარტნიორი ყავდათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგალითად პიკასოს, მისი
ნიჭის გამო ის ბევრად უფრო სექსუალურია ქალბატონებისთვის. მილერმა ასევე განაცხადა, რომ
ჭკუასთან ერთად, სიკეთე ასევე საჭიროა, შეიძლება გონებრივ შესაძლებლობებზე ცოტა უფრო
მნიშვნელოვანიც იყოს პარტნიორისთვის. კეთილი ადამიანი იქნება საუკეთესო პარტნიორი და ასევე
კარგი მშობელი. გარეგნობასთან შედარებით მორალური მხარე შედარებით უფრო ბუნებრივია, სხეული შეიძლება
ხელოვნურად აკონტროლო და 40 წლის განმავლობაში გამოიყურებოდე ახალგაზრდულად, მაგრამ
ჩანდე ჭკვიანი ადამიანი, მორალური ღირსებებით ხელოვნურად არ მიიღწევა.
პროფესორები ეხლა იკვლევენ ნეიროქიმიური აფეთქებებს თვის ტვინში. ჩვენ ვირჩევთ მეორე
ნახევარს სხეულით, სიმეტრიულის სახის ნაკვთებით და გონების მიხედვით. მაგრამ ეგეთი შეიძლება
ბევრი იყოს ჩვენს ირგვლივ, თავის ტვინი კი კონცენტრაციას ახდენს მხოლოდ ერთ პიროვნებაზე.
ჰელენ ფიშერი აცხადებს, რომ ეს რომანტიკაა, როდესაც ჩაციკლული ხარ ერთ ადამიანზე და
აღფრთოვანებული ხარ მისით.
სოციალური ფსიქოლოგი არტ აარონი და ანთროპოლოგი ჰელენ ფიშერი ცდილობენ ერთად ახსნან
სიყვარულის ბიოქიმიური მდგომარეობა, თუ რა იწვევს შეყვაებას. ფიშერი ამბობს რომ რომანტიკა ეს
უკვე მეორე ეტაპია სექსუალურ ცხოვრებაში, თუკი თქვენ ოდესმე ვინმე გყვარებიათ, გეცოდინებათ
რამდენად ყველაფრის დამთრგუნველია ეს გრძნობა. თქვენ განიცდით აღფრთოვანებას, ეიფორიას,
ხასიათის შეცვლას, ხართ დამოკიდებული თქვენი სიყვარულის ობიექტზე, მთელი ყურადღება
გადაგაქვთ მასზე, განიცდით ვნებას მის მიმართ, თქვენ შებოჭილი ხართ მასზე ფიქრით. ფიშერი და აარონი ცდილობენ გაიგონ განსხვავდება თუ არა რომანტიკა სექსუალურ აგზნებისგან.
ისინი ამის ამოსახსნელად იყენებენ მაგნიტორეზონანსს, აღმოჩნდა რომ ამ დროს აქტივირდება ე.წ.
კუდიანი ბირთვები. კუდიანი ბირთვი, ეს არის სიამოვნების ცენტრი, გამოდის რომ სიყვარული თავის
ტვინზე ისევე მოქმედებს, როგორც რამოდენიმე აკრძალული სტიმულატორები.
„როდესაც შეყვარებული ადამიანი უყურებს მისი მერე ნახევარის სურათს, რომელსაც ასევე ვნებიანად
უყვარს ის, თვის ტვინის რეაქცია ძალიან ჰგავს კოკანის მიღების შემდეგ გამოწვეულ ეფექტს“ აცხადებს
სოციალური ფსიქოლოგი აარონი.
სიყვარულის დროს გამოიყოფა ჰორმონი დოფამინი. მაღალი კონცენტრაცია დოფამინის ზრდის
კონცენტრაციის უნარს, ასევე მოქმედებს მოტივაციაზე, სწორედ ეს არის დამახასიათებელი
რომანტიული სიყვარულის. ამ ჰორმონების გამო, რომლებიც სიყვარულის დროს გამოიყოფა ეს
გრძნობა ემსგავსება ნარკოტიკულ საშუალებას. მთელ სამყაროში ადამიანები სწორედ სიყვარულის
გამო იკლავენ თავს, მღერიან სიყვარულით, ხატავენ სიყვარულით, უხარიათ სიყვარულით.
ფიშერი თვლის რომ სიყვარული, რომელიც გამყარებულია დოფამინით, არ არის საკმარისი გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის. ამ დროს თქვენ იხარჯებით ბოლომდე, სეირნობთ
შუაღამემდე, ხართ ერთად გათენებამდე, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ასეთ დატვირთვას ვერ
უძლებს. თავის ტვინი უკვე აგზავნის სხვა ჰორმონებს, რომელიც გვაიძულებს ვიყოთ მეორე
ნახევართან გრძელვადიანად, ეს ის პერიოდია როცა რომანტიული ურთიერთობა ნელ-ნელა იწურება.
ეხლა კი ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი შეკითხვა, შევძლებთ თუ არა ჩვენ ვიყოთ
პარტნიორთან ისე, რომ არ ვუღალატოთ მას, თუ ღალატი ჩადებულია ჩვენს ბუნებაში?
ცხოველების 97% არ არის მონოგამური, ან როგორ შეიძლება იყო მხოლოდ ერთთან, როდესაც ამხელა
არჩევანი გაქვს. ფსიქოლოგი ჟან გაზაგი ატარებს კვლევებს ამ განხრით. გაზაგი ამტკიცებს, რომ
ნამდვილი სიყვარული, პიროვნებებს ერთმანეთთან აკავშირებს მონოგამური ურთიერთობით.
გაზაგმა განაცხადა რომ ადამიანი მონოგამურია, ის ანიჭებს უპირატესობას იყოს ერთთან, ვიდრე
უღალატოს მას. მან ჩაატარა ცდა, შეიძლება თუ არა სიყვარულმა გაუქროს სურვილი, იმისა რომ
უღალატოს პარტნიორს, ამდენი ალტერნატივის მიუხედავად.
გაზაგმა ჩაატარა ასეთი ცდა, მან შეკრიბა თავისი სტუდენტები, რომლებიც იყვნენ შეყვარებულები.
მათ მიცა საშუალება აერჩია გოგოს სურათი, რომელიც მათ მოეწონებოდათ და სთხოვა დაეწერათ ესე
თვიანთ შეყვარებულზე სექსუალურ პროცესში, როდესაც დაფიქრდებოდნენ სურათზე მყოფ
გოგონაზე, მაშინ დაესვათ თოლია ფურცელზე. როდესაც ერთი ესე დაწერეს, ეხლა მეორე უნდა
დაეწერათ, ოღონდ მეორე ესე სიყვარულს უნდა ეხებოდეს, ხოლო როდესაც სურათზე მყოფი გოგო
გაახსენდებოდათ, ისევ თოლია უნდა დაესვათ. აღმოჩნდა რომ თოლია მეორე ესეს პროცესში
გაცილებით ცოტა იყო. შეყვარებულ ადამიანს შეუძლია ყველანაირი გარე ფიქრი მოიცილოს თავიდან
და არც იფიქროს სხვა ალტერნატივაზე. მაგრამ მხოლოდ ნამდვილს სიყვარულს შეუძლია ეს და არა
ვნების ფაზას, მხოლოდ ნამდვილი სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან განუწყვეტლივ ეს ამტკიცებს ჰელენ ფიშერის თეორიას, მესამე ფაზა სიყვარულის ეს შეჩვევაა. შეჩვევა ეს ის გრძნობაა
როდესაც შენ თავს მშვიდად და დაცულად გრძნობ, რომელიც მხოლოდ ხანგრძლივი
ურთიერთობების დროს ჩნდება. გამოდის სიყვარული ამარცხებს ყველაფერს, მაგრამ როგორ ?
ადამიანის ორგანიზმში არსებობს სიყვარულის ელექ, რომელიც წარმოიშვება პარტნიორების სექსის
დროს. ამ ნივთიერებას აქსიტაცინი ეწოდება, ჰორმონი და ნეირომედიატორი, გამოიყოფა თავის
ტვინში. ადრე თვლიდნენ რომ ის საჭირო იყო მშობიარობის დროს, და რძის გამოყოფისთვის, მაგრამ
მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ის ძლიერ მოქმედებს როგორც ქალზე, ასევე მამაკაცზეც. აქსიტაცინი
აღაგრძნებს ადამიანს, ასევე იწევევს ორგაზმს და სურვილს მოეხვიო მეორე ნახევარს სქესობრივი
კავშირამდეც, პროცესის დროსაც და შემდგომაც, ამის გამო მას სინაზის ჰორმონსაც უწოდებენ.
ამიტომაცაა რომ სქესობრივი კავშირის დროს, საყვარელ ადამიანთან, თქვენ განიცდით გრძნობას, რომ
თითქოს ყველაფერი ქრება ირგვლივ. აქსიტაცინის მოჭარბება იწვევს ასევე გრძნობების გაღვივებას და
შეჩვევას. ამ თეორიის მიხედვით რაც უფრო ხშირად აქვს წყვის სექსი, მით უფრო დიდი რაოდენობით
აქსიტაცინი გამოიყოფა, რაც ამყარებს მათ შორის სიყვარულს. აქსიტაცინის გამო არ არის
რეკომენდირებული გქონდეს სქესობრივი კონტაქტი პიროვნებასთან რომელიც ნაკლებად გიზიდავს,
ან არ გინდა მასთან გქონდეს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა.
სქესობრივი პროცესოს დროს გამოიყოფა კიდევ ერთი ჰორმონი, ვაზატრესისნი, რომელიც არანაკლებ
საჭიროა გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის, მეცნიერებმა მისი არსებობა დაადგინეს მაშინ როდესაც აკვირდებოდნენ თაგვების საქორწინო თამაშებს, ანუ თაგვების გრძელვადიან სიყვარულს.
თაგვები მხოლოდ ერთ პარტნიორს ირჩევენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, თაგვებსაც ადამიანის
მსგავსად აგზნების დროს გამოეყოფათ ეს ჰორმონი, ხოლო ის ააქტიურებს სიამოვნების ცენტრს, და ეს
ყველაფერი ინახება მახსოვრობის უბანში, ამიტო ადამიანს ახსოვს განცდილი სიამოვნება. ეს სისტემა
მოქმედებს მხოლოდ მონოგამურ არსებებს, ადამიანის ჩათვლით.
ვნება და რომანტიკა რომელიც გადაიზრდება ხანგრძლივ ურთიერთობაში, მხოლოდ ქიმიური
რეაქციაა. სქესობრივი სიამოვნება კი გვაძლევს მოტივაციას. ქიმიური ნივთიერებები, ასევე თავის
ტვინში მომხდარი პროცესები, მიზანმიმართულია მხოლოდ ერთისთვის, გენის გაგრძელებისთვის.
ბავშვის გაჩენის შემდეგ ჰორმონები ტრანსფორმირდებიამ და საშუალებას გვაძლევენ ვიყოთ ერთად,
რათა ავღზარდოთ ბავშვები. სიყვარული კი მხოლოდ ნაწილია ამ პროცესის. რომანტიკა, ვნება რაც
გინდათ ის უწოდეთ, მაგრამ სწორედ ეს ქიმიური ელექსირები მართავენ მსოფლიოს. 

ახალი ამბები

  • მარ­ტა ბა­რა­მი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა "მას­ტერ­შე­ფი­დან" და სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" კარ­გად იც­ნობს. ახალ­გაზ­რდა კუ­ლი­ნარ­სა და მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ მძი­მე ცხოვ­რე­ბა აქვს ...
  • GEORGiAN FANS HD The post დედოფლის სევდა ყველა სერია appeared first on Mediumi.Ge.
  • საქორწილო ფოტო და ვიდეო მომსახურება ჩვენ გთავაზობთ ტრადიციულად მაღალხარისხიან ფოტო-ვიდეო მომსახურებას ულიმიტო ფოტო გადაღების სერვისს პროფესიონალურ უმაღლესი ხარისხის კლიპს ვრცელ ვიდეო კოლაჟს ...
  • dosto agar apko hamara ye video CHOTU DADA KA IPL 2023 SPOOF pasand aye to video ko like aur channel subscribe karna na bhule , chhotu dada comedy video, Khandesh comedy, Cast: Shafeeque Shaikh ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი