ალბათ გაგიგონიათ, რომ პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ძალიან გავრცელებული პრობლემაა
და ასეთ დროს ექიმები პაციენტებს უფრო მეტად ოპერაციას სთავაზობენ. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ოპერაცია არაა საჭირო - რასაკვირველია ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს პაციენტის საიმედოდ გამოკვლევის შემდეგ, მაგრამ მე სხვა საშუალებაც ვიცი.
დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი პროპოლისის
ექსტრაქტი. ყოველღამე გაიკეთეთ სწორ ნაწლავში პროპოლისის სანთლები. იმკურნალეთ 2-4
კვირა.
სანთლების დასამზადებლად აიღეთ 40 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი, დაასხით 200 მლ
სპირტი, გააჩერეთ 10-12 დღე (ყოველდღე შეანჯღრიეთ). შემდეგ შემოდგით ნელ ცეცლხლზე,
ადუღეთ, სანამ სპირტი არ აორთქლდება. მიღებულ მასაში ჩაყარეთ 2 გ კაკაო, გულდასმით
აურიეთ და გააკეთეთ სანთლები.
ოხრახუშის წვენი: კარგად გარჩეული და გარეცხილი ახალი ოხრახუში გამოწურეთ, აურიეთ იმავე
ოდენობის თაფლში და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ. კარგია ცისტიტის დროსაც.
შესანიშნავი იქნება, თუ ამის პარალელურად ყვავილის მტვერსაც მიიღებთ:1 ჩაის კოვზი კარგად
დაღეჭეთ დღეში 3-ჯერ და მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი.
მე 6 თვე ვმკურნალობდი და პროსტატის ადენომა აღარ მაწუხებს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0