სერიალი ხელოვნური სუნთქვა » www.idealuri.ge
ხელოვნება და ჰობი

სერიალი ხელოვნური სუნთქვა

გააზიარეთ:

 

ხანგრძლივი პაუზისა და დიდი მოლოდინის შემდეგ სერიალი ხელოვნური სუნთქვა მე-3 სეზონით ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი ქართული სტრიმინგ პლატფორმა კავეა+ ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალ სეზონს სწორედ კავეას ონლაინ კინოთეატრში ვიხილავთ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ნახავს მაყურებელი მონატრებული ქართული სერიალის ახალ სეზონს, თუმცა, მისი პირველი ტრეილერი უკვე გავრცელდა. 

ხელოვნური სუნთქვა ფორმულა კრეატივმა 2016 წელს გადაიღო. მას რამდენიმე თვისა და ორი სეზონის განმავლობაში მაყურებელი აქტიურად ადევნებდა თვალს. წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ პროექტი ფინანსური მდგომარეობის გამო აღარ გაგრძელდებოდა. მოგვიანებით, სერიალის გაგრძელებასთან დაკავშირებით არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაციაც გავრცელდა — მათ შორის, მხატვრული ფილმის გადაღების ან სხვა არხზე გაგრძელების გეგმები.

სერიალის მე-2 სეზონი "მაგნიტური დასასრულით" დამთავრდა — ბოლო სცენაში ვნახეთ, რომ მელანოს დაბადების დღეზე ერთ-ერთი მთავარი გმირი, შოთა, პოლიციამ უცნობი ბრალდებით დააკავა. ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ახალ სეზონში მოქმედება 5 წლის შემდეგ ვითარდება — როგორც ჩანს, შოთა ამ დროს უკვე პატიმრობაშია. კავეა+-ის გავრცელებულ ვიდეორგოლში ვხედავთ, როგორ სტუმრობენ პერსონაჟს საპატიმროში მისი შვილი, მელანო, და პარტნიორი — თამუნა. შოთას დედისგან ვიგებთ სავარაუდო ბრალდებასაც — ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ვიდეოზე გადადით თუ გინდათ ჩემთან თამაში: https://youtu.be/1OxYwm4E1OE ჩემი მეორე არხი: https://youtube.com/channel/UCjx-QDEXdAvHbpb-qpctDpg სოციალური ქსელები: ჩემი istagram: ...
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • Kylian Mbappé, Jude Bellingham, Erling Haaland, Robert Lewandowski #mbappe #football #footballshorts #ronaldo #haaland #lewandowski #bellingham #messi The post Kylian Mbappé, Jude Bellingham, Erling ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი