მაღალ მიღწევებზე ორიენტირებული ადამიანები მარტივად ხდებიან წარმატებულები. ფორმულა მარტივია – ისინი:
1. არ ჭორაობენ
შესაბამისად, საკუთარ დროს უკეთ, უფრო პროდუქტიულად იყენებენ.
2. არ აკეთებენ რამდენიმე საქმეს ერთდროულად
ადრე მეგონა, რომ “მულტითასქინგი” ჩემი ძლიერი მხარე იყო. თუმცა, ხშირად შემიმჩნევია, რომ რამდენიმე საქმის ერთდოულად კეთება სინამდვილეში ძალიან მაყოვნებს. კვლევებმა დაადგინეს, რომ ადამიანის გონებას ერთდოულად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მხოლოდ ორი საქმე შეუძლია აკეთოს: თითო დავალება ტვინის თითო ნახევარსფეროსთვის. მესამე საქმის დამატება უბრალოდ ყურადღებას გაგიფანტავს და კონცენტრირებაში შეგიშლის ხელს, რაც შედეგზე უარყოფითად აისახება.
3. არ უყვართ საქმის გადადება
რა საკვირველია, დიდია ცდუნება, გადადო არასასიამოვნო და დამქანცველი საქმე, მაგრამ როგორღაც, უნდა გაუმკლავდე, უბიძგო თავს და მოიცილო ტვირთი. უკეთესი დრო არ დადგება, ამიტომ, სჯობს, დროულად დაასრულო გასაკეთებელი.
4. არ ნებდებიან ყურადღების გამფანტავ წვრილმანებს
არ აქვს მნიშვნელობა რა გაცდენს, ელ. ფოსტის, თუ სოციალური მედიის შეტყობინებები, ან მოცლილი თანამშრომლები – წარმატებული ადამიანი არ აძლევს საშუალებას სხვებს, მოიპარონ მისი პროდუქტიული დღე. ამიტომ, შეგიძლია ყურთსაცვამების საშუალებით გამოეთიშო გარე სამყაროს და აკეთო შენი საქმე.
5. არ ეძებენ მოწონებას სხვებისგან
მათ იციან საკუთარი თავის ფასი. არ ცდილობენ ვინმეს მოლოდინის გამართლებას, გარდა საკუთარი თავისა და არიან კონცენტირებული საკუთარი პიროვნების და პროფესიონალიზმის ზრდაზე.
6. არ ეგუებიან ქაოსს
უწესრიგობა მათი სტილი არ არის, რამდენადაც იციან, რომ ეს მხოლოდ სტრესის დონეს ამაღლებს. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რა სად იპოვონ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
7. არ იყენებენ სულელურ საბაბებს, რათა საქმე აირიდონ თავიდან
არ თქვა, რომ არ გცალია და დრო არ გაქვს, შენ ზუსტად იმავე რაოდენობის საათები გაქვს დღეში, რაც მარკ ცუკერბერგს და ბილ გეიტსს. არც იმის შეგეშინდეს, რომ ცოდნა არ გყოფნის. მთავარია, მოქმედება!
8. არ ირიდებენ რისკებს
წარმატებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ ცხოვრება თავისთავად, რისკია. ისინი ხელიდან არ უშვებენ შანსებს, რადგანაც იციან, რომ დიდი ალბათობით, მსგავსი შესაძლებლობები შემდგომში აღარ მიეცემათ.
9. არ ებღაუჭებიან წარსულს
წარმატების მიღწევის სურვილი იმდენად დიდია, რომ არ აძლევენ წარუმატებლობის შიშს გეგმების ჩაფუშვის საშუალებას. მართალია, შეცდომამ შეიძლება გავნოს, მაგრამ ის სამომავლოდ ჭკუის სასწავლებლად გამოგადგება.
10. ძალით არ აჩქარებენ გადაწყვეტილებების მიღებას
ისინი არ აჩქარებენ მოვლენათა განვითარებას. წარმატებული ადანიანები ყოველთვის სიფრთხილით და ყურადღებით წონიან ყოველ მცირე დეტალს და გადაწყვეტილებას ყველა ასპექტის გათვალისწინებით იღებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. ისინი მარტივად არ ტოვებენ პროექტებს და რჩებიან საკუთარი მიზნების ერთგულნი მიუხედავად ამინდისა.
11. არ ჰყოფენ ცხვირს საქმეებში, რომელიც მათ არ ეხებათ
არიან დაკავებული საკუთარი საქმეებით და არ ერევიან სხვისაში, თუ აღნიშნული საკითხი მათ პირდაპირ არ ეხებათ და/ან სანამ ეს სხვები თავად არ სთხოვენ ჩარევას.
12. არ ედრებიან სხვებს
მათ იციან, რომ არიან უნიკალურები და კმაყოფილი არიან იმით, რასაც წარმოადგენენ. თუ ვინმეს ეჯიბრებიან, ისევ და ისევ საკუთარ თავებს. ცდილობენ იყვნენ უკეთესი, ვიდრე, გუშინ.
13. არ აქვთ არარეალური წარმოდგენები საკუთარ თავზე
წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა რეალისტია და ასეთივე მოლოდინები აქვს, რადგანაც იცის, რომ სხვაგვარი წარმოდგენები იმედგაცრუებამდე მიიყვანს.
14. ყველას და ყველაფერს არ უკრავენ კვერს
მათ “არა”-ს თქმაც შეუძლიათ და არ სჭირდებათ ყველას გულის მონადირება. ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, და თუ სხვებს მუდმივად თავს დაუქნევ, შენი პრიორიტეტები უკანა პლანზე გადაიწევს. თუ სხვისი წადილი შენს პირორიტეტებს ეწინააღმდეგება, მარტივად, თქვი – არა.
15. არ ნებდებიან
იციან, რომ წარმატება დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად მოდის და მათ, ვინც ადვილად ჩაიქნევს ხელს, უბრალოდ არ უმართლებთ. ამიტომ, არასდროს უნდა დანებდე! წინ, შენი მიზნებისკენ!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0