10 რამ, რაც ურთიერთობას აფუჭებს » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

10 რამ, რაც ურთიერთობას აფუჭებს

გააზიარეთ:

 

ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ზოგჯერ თითქოს მოულოდნელად ფუჭდება, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არაა. რომელიმე მხარე ყოველთვის შეცდომას უშვებს. ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა გვთავაზობს 10 ძირითად მიზეზს, რის გამოც ურთიერთობები ფუჭდება.

 

1. კრიტიკულობა – ხშირ შემთხვევაში ძალიან კონსტრუქციული კრიტიკაც კი პარტნიორს ძალიან აფრთხობს და აშინებს.

 

2. დაჟინება, რომ პარტნიორი გახდეს ზუსტად ისეთი როგორიც თქვენ ხართ – ეს ურთიერთობას ხშირად მოსაწყენს ხდის.

 

3. ინტიმური გარემოსგან თავის არიდება – ფიზიკური თუ ემოციური სიახლოვისგან გაქცევა პარტნიორებს შორის ბზარს წარმოშობს.

 

4. დადანაშაულება – ამ ხერხს ურთიერთობის დროს ხშირად მიმართავენ. სიტყვები „მე ვგრძნობ“ შეურაცხმყოფელი და არასერიოზულია პარტნიორისთვის.

 

5. გარიგება – ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი და დამანგრეველი ურთიერთობისთვის არის იმის აღმოჩენა, რომ პარტნიორი თქვენგან სანაცვლოდ რაიმეს ელოდება.

 

6. სპონტანურობა ურთიერთობებში – ხშირად, როდესაც რომანის თავდაპირველი ეიფორია გაივლის და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჯდება წყვილმა აღარ იცის როგორ მოიქცეს და ყველაფერს სპონტანურად აკეთებს. ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყველა ნაბიჯი გააზრებული გქონდეთ.

 

7. ნეგატივზე ფოკუსირება – თუ თქვენ პაარტნიორში მხოლოდ უარყოფითი მხარეების ძებნას დაიწყებთ და ნეგატიურად განეწყობით ეს ბუნებრივია ურთიერთობას დასასრულისკენ წაიყვანს.

 

8. უარის თქმა მოსმენაზე – გამუდმებით იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერში მართალი ხართ თქვენს ურთიერთობას დასასრულს უქადის.

 

9. დამალოთ საჭიროებები – თუ თქვენ არასდროს ეტყვით პარტნიორს რა გჭირდებათ შესაძლოა ის თავად ამას ვერასდროს მიხვდეს, რაც თქვენს გრძნობას მის მიმართ გააქრობს.

 

10. ჯადოსნური ურთიერთობის მოლოდინი – ზღაპარი მხოლოდ ზღაპარია, რაც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს, თქვენ კი აუცილებელია მიწაზე მყარად იდგეთ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი