რჩევები მამაკაცებს: როგორ მოვიპოვოთ ქალის სიყვარული » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

რჩევები მამაკაცებს: როგორ მოვიპოვოთ ქალის სიყვარული

გააზიარეთ:

 

შეხვდებით ქალბატონს, გაიცნობთ მას უკეთ, გიჩნდებათ მასთან ხშირი ურთიერთობის სურვილი, შემდეგ გიყვარდებათ, თუმცა მისი გრძნობები რჩება საიდუმლოდ.  როგორ  შეგიძლიათ  მოიპოვოთ მისი სიყვარული და შემდეგ შეინარჩუნოთ ის? გამოცემა “Futurescopes”  მამაკაცებს ათ რჩევას აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიპოვონ ქალის სიყვარული.

 

1. თავის წარმოჩენა – აჩვენეთ ქალს, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენს ფინანსებს, ან სერიოზულად ესაუბრეთ თქვენი კარიერის შესახებ.  რაც უფრო საინტერესოდ მოაჩვენებთ ქალს თავს, მით უფრო გაიზრდება დაინტერესება თქვენ მიმართ.  ქალებს ასევე უყვართ, როცა მამაკაცი იჩენს ინტერესს რომელიმე სფეროს მიმართ.

 

2. რომანი – გრძნობების გაფრთხილების შემთხვევაში, რომანი უფრო მყარი და ცოცხალია ურთიერთობისთვის. სულაც არაა საჭირო ბევრი ფულის დახარჯვა ქალის გულის მოსაგებად. ყვავილით და მცირედი საჩუქრითაც შესძლებთ მის სიყვარულს, მთავარია დაანახოთ, რომ ზრუნავთ მასზე. იყავით ყურადღებიანი და იგრძნობს ის რაღაც სანუკვარსა და მართლაც განსაკუთრებულს თქვენს მიმართ.

 

3. ერთგულება – ნუ მისცემთ საბაბს თქვენზე იეჭვიანოს. ყველამ ვიცით, რომ ქალს ამას ვერ გამოაპარებთ, ამიტომ სხვაზე ფიქრს შეეშვით. საკმაოდ ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელსაც ენდობი და რომელსაც დაეყრდნობი მძიმე სიტუაციაში, ამიტომ მას უნდა დაანახოთ თქვენი ძალა და ერთგულება. დადგენილია, რომ ურთიერთობების მაღალ დონეზე ქალს მეტად სჭირდება დაცვა და გაფრთხილება.

 

4. გაატარეთ მეტი დრო მასთან – მას ნათლად დაანახეთ, რომ თქვენ ნამდვილი საგანძური ხართ. არ უთხრათ უარი შეხვედრებზე, არ მოიმიზეზოთ სამსახური. აგრძნობინეთ, რომ მასთან ყოფნა თქვენთვის სტიმული და ბედნიერებაა.

 

5. კომპლიმენტი – ყოველი ნახვისას, ყოველი საუბრისას, უთხარით რომ კარგად გამოიყურება. კომპლიმენტს მეტი ეფექტი ექნება თუ იქნება გულწრფელი. კომპლიმენტი არის შეფასება იმისა, რაც გვაოცებს და გვანიჭებს აღფრთოვანებას. მისი გულის მოსაგებად აუცილებელია, რომ უთხრათ მას გულწრფელი, გააზრებული, გულუხვი და ღრმა კომპლიმენტები.

 

6. სიცილი – კარგი ურთიერთობის დროს აუცილებელია გამოიყენოთ იუმორიც. სასურველია ხშირად გაიხუმროთ და თუნდაც ღიმილით მიანიჭოთ მას სიამოვნება.

 

7. გაიგეთ მისი სურვილები – გამოიყენეთ უპირატესობა და გაიგეთ მის შესახებ ყველაფერი. როგორ სიამოვნებს თუნდაც კოცნა, შეხება. ქალებს უყვართ, როცა მამაკაცს სურს ჩაებას მის გრძნობებსა და სურვილებში.

 

8. მიეცით მეტი სივრცე – ნუ იქნებით მესაკუთრე.  ნუ ეცდებით მისგან ანგარიშის ჩაბარებას, არ შეაწუხოთ გამუდმებული რეკვით და კითხვებით, „სად ხარ და რას აკეთებ?“ მიეცით მას მეტი თავისუფალი დრო. გახსოვდეთ, რომ ისიც ადამიანია, ჰყავს მეგობრები  და მასაც აქვს თავისი საკუთარი ცხოვრება.

 

9. მზრუნველი – მისი ადრინდელი სურვილის გახსენება და შესრულება დიდ ეფექტს ახდენს. მაგალითად, თუ მან ადრე ინატრა ქათმის სალათა, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ  რესტორანში და გააოცოთ ის. ქალი იგრძნობს თქვენს მზრუნველობას, ეს კი იმოქმედებს თქვენს მიმართ გრძნობებზე დადებითად.

 

10. მე შენ მიყვარხარ – ესაა ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც ხშირად, მკაფიოდ და გასაგებად უნდა უთხრათ ქალს. მას უნდა აგრძნობინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • MESH – ჰიპჰოპ არტისტი და გამოგონილი პერსონაჟია @Caveaplus -ის ქართული სერიალიდან “უხილავი თამაში”. რეალობაში MESH-ი გივიკო ბარათაშვილის ალტერ ეგოდ მოგვევლინა. პირველი ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Neymar New Contract Sign/ ნეიმარი ახალი კონტრაქტით appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი