პედიატრებისა და ფსიქოლოგების გარკვეული ნაწილი ბავშვის მშობლებთან წოლას უარყოფითად აღიქვამს. მათი თქმით ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს როგორც ბავშვზე, ასევე მშობლებზეც. თუმცა ზოგი სპეციალისტის თქმით ეს ხელს უწყობს ბავშვისა და მშობელს შორის კონტაქტის შენარჩუნებას. მათი აზრით თუ მშობლებს აქვთ სურვილი, რომ პატარას მათ გვერდით ეძინოს და ეს მათ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ხელს არ უშლის ამაში ცუდი არაფერი არ არის. და ეს საკითხი ინდივიდუალურია ყველა ოჯახისთვის.
ბავშვის მშობლებთან წოლა გამართლებულია რამდენიმე მიზეზით:
- მუცლადყოფნის პერიოდში პატარა მიჩვეულია დედის სუნთქვის რიტმს, მის გულისცემას. იმისთვის რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს აუცილებელია გრძნობდეს დედის სითბოს, სუნს, ესმოდეს მისი სუნთქვა.
- მშობლების გვერდით პატარებს უკეთ და მშვიდად სძინავთ, შედარებით იშვიათად ეღვიძებათ და ჭირვეულობენ.
- ქალური ბუნებიდან გამომდინარე, დედის და ჩვილის ხშირი კონტაქტი ხელს უწყობს რძის ჩადგმას.
- პატარის და დედის ერთობლივი ძილი მათ შორის ბუნებრივ კონტაქტს ამყარებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 0-1 წლამდე. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდებდება მათი ფსიქო-ემოციური კონტაქტი, რაც ჩვილის ჰარმონიული განვითარებისთვის უწყობს ხელს.
- ბავშვები, რომლებსაც რამდენიმე წელი მშობლების გვერდით ეძინათ აქვთ კარგი ძილი და არ ეშიანიათ სიბნელის.
- თანამედროვე მშობლები დროის ნაკლებობის გამო შვილებს სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ. ამიტომ ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს ყველანაირი საშუალება გამოიყენონ და შვილებთან მეტი დრო გაატარონ, თუნდაც ეს გამოიხატებოდეს ერთობლივი წოლით.
თუ მშობლები იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას , რომ ბავშვს მათთან ერთად ეძინოს, უნდა მოძებნონ გზა , რომ თავიაანთ სექსუალურ ცხოვრებასაც არ მიაყენონ ზარალი.
ბავშვი თანდათან მიაჩვიეთ თავის საწოლს, რათა მისთვის ცალკე წოლა „სასჯელი“ არ გახდეს. ერთად წოლისგან ბავშვის გადაჩვევა დაიწყეთ 2-3 წლის ასაკიდან, დაგვიანების შემთხვევაში ეს უფრო რთულად მოხდება. სწორედ ამ პერიოდში უყალიბდებათ პატარებს დამოუკიდებლობის გრძნობა და სურვილი. ბავშვი სწავლობს საკუთრების დაცვას, ცდილობს მარტივი დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას. თუ თქვენ უკვე ხშირად გესმით ფრაზა “მე თვითონ“ ეს იმის ნიშანია, რომ მას თქვენს გარეშე დაძინება უკვე შეუძლია. ამ საკითხში მთავარია მოთმინება.
აი რამდენიმე რჩევა რომელიც მშობლებს დაეხმარება:
- ნელ-ნელა მოამზადეთ ბავშვი ცალკე ძილისთვის. მაგალითად შუადღის ძილისას თავის საწოლში დააძინეთ. ის ღამეც მარტო ძილს მიეჩვევა და ცალკე წოლა მისთვის ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცევა.
- შეეცადეთ ამ პერიოდში არ შეცვალოთ ბავშვის ჩვეული რეჟიმი. გადაჩვევის პერიოდში მის ცხოვრებაში ამდენი ცვილება არ უნდა მოხდეს.
- თავიდან შეგიძლიათ საწოლში დიდი რბილი სათამაშო დაიწვინოთ. დადეთ ის თქვენსა და თქვენს შვილს შორის. ასე პატარა მიეჩვევა თქვენს შორის ფიზიკურ ბარიერზე. თქვენ გეძინებათ გვერდი-გვერდ მაგრამ ერთად აღარ.
- საწოლის გვერდით დადგით ბავშვის საწოლიც და დღითი დღე ბავშვი თავის საწოლისკენ გაწიეთ. ჭირვეულობის დროს მიეფერეთ, დაელაპარაკეთ და სათამაშო მიუწიეთ.
- როცა ბავშვი საკუთარ საწოლში წოლას მიეჩვევა, თქვენი და ბავშვის საწოლი ერთმანეთს თანდათან დააშორეთ ბოლოს კი სხვა ოთახში გადაიყვანეთ.
გაითვალისწინეთ რომ გადაჩვევის პროცესი შეიძლება რამდენიმე თვე გარძელდეს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0