,,საკუთარ თავს ვატყუებთ,
როდესაც ვფიქრობთ, რომ ერთმანეთთან სიტყვებით ვურთიერთობთ.
თუკი ჩვენ შორის მდუმარების სიღრმე არ არსებობს,
სიტყვებით ვერაფრის გადაცემას ვერ მოვახერხებთ.
ურთიერთგაგება მხოლოდ იმ საფეხურზე მოდის, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთს
სათქმელის სიტყვებით გამოხატვის მიღმა,
მდუმარების სიღრმეში ხვდება”.
მიტროპოლიტი ანტონი
ალბათ, ყველას გვსმენია ტელეპათიის შესახებ, იგი პარაფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც აზრისა და ემოციების გადაცემა-მიღებას გულისხმობს ვერბალური გამოხატულების გარეშე. მისი მუშაობის ძირითადი პრინციპი აზრებისა და ემოციების ვიბრირებაა. არსებობს სენსორული ტელეპათია, რომელიც ემპათიის ერთ-ერთი სახეობაა და სხვა ადამიანის ემოციების და შეგრძნებების აღქმას გულისხმობს, თუმცა ის ადამიანებს ინტუიციაში ერევათ და არსებობს აგრეთვე აზრობრივი ტელეპათიაც, რომელიც ტელეპათიის უფრო მაღალი დონე გახლავთ და აზრების წაკითხვას გულისხმობს.
ცნობილია, რომ ყველაზე ძლიერი სენსორული კავშირი დედა შვილს შორის არსებობს, დედას ხშირად ,,უგრძნობს გული“ შვილის ჭირსა თუ ლხინზე, თუმცა მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, შორ მანძილზე მყოფი ადამიანების ემოციებსა თუ აზრებში შეღწევა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც საკუთარი გონებისა და ემოციების მართვას მოახერხებს.
ისტორიას ახსოვს ტელეპათები, რომლებიც თავიანთ უნარს პოლიციის დასახმარებლადაც იყნებდნენ. ერთ-ერთი ცნობილი ტელეპათი იყო ჟერარ კრუაზე, რომელმაც ერთხელ ზუსტად დაასახელა მოკლული ადამიანის გვამის ადგილსამყოფელი, რომელიც ხიდის ქვეშ უნდა ყოფილიყო. გვამი იპოვეს, მაგრამ იქ არავითარი ხიდი არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ქალაქის მერიაში იდო პროექტი, რომლის მიხედვითაც სწორედ ამ ადგილას ხიდი უნდა აშენებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზებით მისი აშენება გადაიდო. ალბათ, მიხვდით ტელეპათიის მუშაობის პრინციპს.
სამყაროს გარს ერტყმის საინფორმაციო ველი, რომელშიც ყველანი ჩართულები ვართ, ნივთებიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული. როგორც წესი, ადამიანი მძაფრი ემოციების განცდისას ავტომატურად გზავნის ტელეპათიურ შეტყობინებებს, რომლებსაც უახლოესი ადამიანები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ, თუმცა ამ მესიჯების წაკითხვა ყველას არ შეუძლია.
ასეთი ტელეპათიური კავშირი სპეციალური ვარჯიშების გარეშე მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებსა და სულიერად მონათესავე სულებს შორის შეიძლება წარმოიშვას. შვილსა და დედას შორის ერთმანეთისგან განცალკევების მერეც რჩება უხილავი ჭიპლარი, თუმცა ძლიერი ემოციური კავშირი შეყვარებულებს შორისაც შეიძლება წარმოიშვას. როგორც ერთი ძველებური მითი გვიამბობს, ქალიც და კაციც ოდესღაც ორსქესოვანი ერთი არსება იყო, რომელიც ერთმანეთს მოახლიჩეს და მას შემდეგ მოჭრილი ნახევრები გამუდმებით დაეძებენ დაკარგულ მეორე ნახევრებს.
,,ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია“, – წერდა ოტია. და თუ თქვენ ამ იღბლიანთა შორის ხართ, აუცილებლად გექნებათ ტელეპათიური კავშირი თქვენს მეორე ნახევართან. თქვენ ტელეფონს იღებთ დასარეკად და სწორედ ამ დროს ის ნომერი რეკავს, რომელიც უკვე აკრეფილი გაქვთ და სწორედ იმ სიტყვებს ისმენთ საყვარელი ადამიანისგან, რის თქმასაც წამების წინ აპირებდით? გილოცავთ, თქვენს შორის ემოციური კავშირი შემდგარია. ეს თქვენ გადაეცით მას თქვენი აზრები და ემოციები და თანაც გარკვევით და ცხადად, ან მან გადმოგცათ. ასეა, თუ ისე, ასტრალურ სივრცეში თქვენი შეხვედრა შედგა. ეს იშვიათი უნარია. ვიბრაციულ დონეზე გადაცემული ემოციებისა და აზრების კითხვის იშვიათი უნარი, რაც შეყვარებულების ურთიერთობას განსაკუთრებულობას სძენს. ის ნამდვილად თქვენი მოჭრილი ნახევარია, თქვენი სულის ატკეჩილი ნაწილი, რომელიც ზუსტად ისევე გტკივათ და გიხარიათ, როგორც მანამდე გტკიოდათ და გიხაროდათ, სანამ წაგართმევდნენ. გაუფრთხილდით მას და ხშირად დაუნიშნეთ პაემანი იქ, სადაც პირველად შეხვდით – მდუმარების ტრანსცედენტულ წიაღში.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0