როგორ გავხსნათ ელექტრონული წიგნები » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ გავხსნათ ელექტრონული წიგნები

გააზიარეთ:

 

როდესაც გსურთ გადმოწერილი ელექტორნული წიგნის წაკითხვა და ამას ვერ ახერხებთ რადგან არ გაქვთ დაყენებული საკმარისი პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს კომპიუტერზე, არ ჩაიქნიოთ ხელი! მიყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას და ყველაფერი მარტივად რამოდენიმე წუთში მოგვარდება.
ხელსაწყოები
პროგრამა Microsoft Word Viewer პროგრამა Acrobat Reader ან Foxit Reader პროგრამა Djvu Reader

საფეხურები:


უპირველეს ყოვლისა თქვენ უნდა დაადგინოთ მოცემული ელექტრონული წიგნი რა ფორმატისაა. ყველაზე გავრცელებულია PDF, Microsoft Word და Djvu ფორმატის წიგნები. თუ თქვენ ვერ ხვდებით, რომელ ფორმატშია მოცემული წიგნი და არც იმ ვებ-გვერდზე არ წერია მონაცემები საიდანაც ის გადმოწერეთ, მაშინ დააყენეთ სამივე პროგრამა ქვემოთ მოცემული და წიგნი აუცილებლად გაიხსნება.


ყველაზე ხშირად ელექტრონული წიგნები არის Microsoft Word -ის ფორმატში, ამიტომ გადმოვიწეროთ შესაბამისი პატარა პროგრამა მაიქროსოფთის ოფიციალური საიტიდან რომელიც WORD Viewer-ის სახელით არის ცნობილი. გადმოწერის შემდეგ, გახსენით ორმაგი დაკლიკებით და დააინსტალირეთ NEXT ღილაკის გამოყენებით, ხოლო ბოლოში დააჭირეთ FINISH და გახსენით თქვენთვის საინტერესო წიგნი.


თუ ზემოთხსენებულმა ხერხმა არ გაამართლა გადმოვწეროთ პროგრამა Adobe Reader და დავაყენოთ. დაყენების მეთოდი მსგავსია როგორც Microsoft Word -ის. დაყენების შემდეგ ნახეთ გაიხსნება თუ არა ელექტრონული წიგნი.


პრობლემის არ მოგვარების შემთხვევაში გადვმოწეროთ მესამე პროგრამა რომელიც Djvu ფორმატის წიგნების გახსნის საშუალებას მოგცემთ. ამის დაყენება ისეთივე ადვილია, როგორც წინა ორი პროგრამის. მისი დაყენების შემდეგ კი თქვენი ელექტორნული წიგნი აუცილებლად გაიხსნება.
გაფრთხილებები
ყოველი შემთხვევისთვის დააყენეთ სამივე პროგრამა, რადგან სხვა დროს არ არის გამორიცხული შეგხვდეთ ისეთი წიგნი, რომლის წასაკითხადაც დაგჭრდეთ ერთ-ერთი. სამივე საჭირო და ხშირად გამოყენებადი პროგრამაა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • This video was edited by me with care and creativity to bring a unique and entertaining experience to every viewer. Each edit is highly transformative, featuring original commentary and a fresh ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი