კაცის თვალზე ცრემლის დანახვა, ყოველთვის უჩვეულო და ამაღელვებელია. ეს არ ნიშნავს, რომ კაცი უფრო უსუსურია და მისი ცრემლი გულს გვიკლავს. მამაკაცები ტყუილად არასოდეს ტირიან. მათ ცრემლს ყოველთვის ძალიან დიდი ემოციური ფონი ახლავს. სწორედ ეს არის ამაღელვებელი. მისი ცრემლის უკან უბრალო ჭირვეულობა, მომატებული კილოგრამები ან არგამომდგარი პომადა კი არა, დიდი ტრაგედია ან უდიდესი სიხარული მოჩანს. სწორედ ეს ემოცია გადმოგვედება ხოლმე, გვაღელვებს და გვაბნევს ქალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საუკუნეში გაცილებით მეტი კაცის ცრემლი დაიღვარა, ვიდრე ადრე, ქალისთვის ცრემლით დანამული მამაკაცის თვალები, მაინც იშვიათ სანახაობად რჩება.
ტირილი გარკვეულ წილად ფარ-ხმალის დაყრას და დამარცხების აღიარებას ნიშნავს. ეს ფაქტორი გაუცნობიერებლად მოქმედებს კაცის თავმოყვარეობაზე და უბიძგებს მას დამალოს ცრემლი. ასევე ძალიან დიდია დამკვიდრებული სტერეოტიპის გავლენა, რომ ,,ნამდვილი მამაკაცი არ უნდა ტიროდეს,,. ალბათ, ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იფანტება, თუმცა ამ გამოთქმის ძალა, ჯერ კიდევ ძლიერად მოქმედებს მამაკაცის ფსიქოლოგიაზე.
და მაინც, ცრემლის შეკავება სიძლიერისა და ვაჟკაცობის საზომი არ არის. იქნებ პირიქითაც კია, იქნებ კაცს ცრემლი აკეთილშობილებს.
ფსიქოლოგებმა დაასახელეს ის ძირითადი მიზეზები, რამაც შეიძლება მამაკაცს თვალები აუცრემლოს. პირველ ადგილზე გავიდა, ვინმეს გარდაცვალებისაგან გამოწვეული ტრამვა; მას მოსდევს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ძლიერი იმედგაცრუება..
ზოგჯერ, კაცებიც ქალებივით ხდებიან სუსტები, მაგრამ ამას არასოდეს ამბობენ.
რა მოხდება თუ კაცები დაიჯერებენ, რომ ცრემლი მათ სიძლიერეს არას დააკლებს? რომ ჩვენ ისინი ცრემლიანებიც გვიყვარს? ამდენ შეუკავებელ ცრემლს, ერთად დაღვრიან და ახლა ჩვენ მოგვიწევს მათი დამშვიდება?
არამც და არამც! ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერებიც კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცი ტყუილად არასოდეს ტირის. ასე, რომ, რაც არ უნდა ვცვალოთ სტერეოტიპები, მაინც ქალებს მოგვიწევს მათ კალთაში ცრემლების ღვრა და დიდხანს ლოდინი, ვიდრე თვალაცრემლებულს შევასწრებთ თვალს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0