როგორ ავთქვიფოთ ნაღები სწორად? » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ ავთქვიფოთ ნაღები სწორად?

გააზიარეთ:

კრემის მოსამზადებლად სჯობს 33-35% ცხიმის შემცველობის ნაღები გამოვიყენოთ. ნაღებით მუშაობა რთული არ არის, თუ რამდენიმე წესს დავიცავთ ნაღების კრემი მსუბუქი და ფუმფულა გამოვა.
წესი 1. სათქვეფი, ჭურჭელი და ნაღები კარგად უნდა იყოს გაციებული. ზოგიერთი დიასახლისი ნაღებს ასხავს სუფთა, მშრალ ჭურჭელში და მიქსერის ფეხებთან ერთად დებს მაცივარში. ამგვარად შეიძლება მოვემზადოთ შემდეგი ნაბიჯისთვის.    

წესი 2. თანდათანობით, ნელ-ნელა დავუმატოთ შაქრის პუდრა, რომელიც აუცილებლად უნდა გავცრათ, რომ გამაგრებული ნაწილაკები არ მოხვდეს ნაღებში, საწინააღმდეგო შემთხვევაში ნაღები მძიმე და ქაფისმაგვარი იქნება.
წესი 3. ნაღები ჯერ ნელ-ნელა ვთქვიფოთ, შემდეგ თანდათანობით მოვუმატოთ მიქსერის სიჩქარე და მაქსიმალურამდე მივიყვანოთ. ნაღები როცა შესქელდება სიჩქარე თანდათანობით შევამციროთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაღები შეიძლება გათხელდეს ზომაზე მეტად ათქვეფით და კარაქად იქცეს, ხოლო თუ ათქვეფა დააკლდა დაიჩუტება და წყლიან მასას გამოყოფს.
ნაღების ყუთი გახსნამდე კარგად შევანჯღრიოთ, რადგან ცხიმიანი ნაყები ყუთის კიდეებში გროვდება, ხოლო მისი უცხიმო ნაწილი კარგად არ ითქვიფება. შეიძლება ნაღების თქვეფისას ჭურჭელი ყინულზე დავდოთ. ათქვეფისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ზედაპირზე წარმოშობილ ტალღებს, როდესაც იგი შემაგრდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება შაქრის პუდრის და ვანილის დამატება. ჩვეულებრივ 1 ჭიქა ნაღებს უმატებენ 1 ჩ.კ. შაქრის პუდრს, მაგრამ მისი დამატება შეიძლება გემოვნების მიხედვით. ნაღების კრემი შეიძლება თითით შევამოწმოთ. თუ კრემი თითიდან არ წვეთავს, მაშინ იგი მზად არის.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • Facebook ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/24624… Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The post Leonardo Bonucci ltaly 🇮🇹 vs spain 🇪🇦 sami Final euro 2020 #christine #football appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი