ერთხელ ერთი აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდა უზარმაზარი ვალის გამო. თუ ის ვალს არ გადაიხდიდა კრიმინალური ჯგუფი მას განადგურებით ემუქრებოდა.
ვინაიდან მას საკმარისი ფინანსები არ გააჩნდა შესთავაზა, რომ სხვა ფორმით გადაეხადა მათთვის ვალი. კრიმინალებმა შესთავაზეს, რომ თუ დაქორწინდებოდა მათი ბოსის ქალიშვილზე გაათავისუფლებდნენ. საქმე ის გახლდათ, რომ ბოსის ქალიშვილი ერთი მახინჯი ჯადოქარი იყო.
კაცი, რასაკვირველია, დათანხმდა და დაქორწინდა ქალზე. ქორწილის დღეს აღმოაჩინა, რომ პატარძალი ძალიან ლამაზი იყო და სულაც არ ჰგავდა მახინჯ ჯადოქარს. თავგზაარეულმა ქალს სთხოვა ცერემონია მალე დატოვებინათ და სასტუმროში წასულიყვნენ.
მამაკაცი აბაზანაში შევიდა, რათა დრო გაეჭიმა და დაფიქრებულიყო იმაზე, რაც მის თავს ხდებოდა. აბაზანიდან გამოსულს საწოლზე ლამაზი ქალის ნაცვლად მახინჯი არსება დახვდა. გაოცებულმა ჰკითხა სად იყო მისი ცოლი.
„მე ვარ შენი ცოლი“, – უპასუხა ქალმა – „ახლა, როდესაც ჩემი ქმარი ხარ უნდა იცოდე, რომ ჯადო მაქვს გაკეთებული. დღისით ლამაზი ქალი ვარ, დაბნელებისთანავე კი მახინჯი ჯადოქარი ვხდები. მითხარი, გირჩევნია ლამაზი ვიყო დღისით სხვების დასანახად და ღამით მახინჯი, თუ პირიქით, დღისით მახინჯი და ღამით მხოლოდ შენთვის ლამაზი?“
მამაკაცმა არ იცოდა რა უნდა ეპასუხა და ერთდერთი რაც მოიფიქრა იყო:
„გააკეთე ის, რაც შენ გაგაბედნიერებს.“
ამ სიტყვების საპასუხოდ მამაკაცმა მოულოდნელი პასუხი მიიღო:
„შენ მე ჯადოსგან გამათავისუფლე. ამის შემდეგ ყოველთვის ლამაზი ვიქნები.“
რას ნიშნავს ეს ისტორია? მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდებიან, რომ როდესაც ქალებს თავიანთ მონებად აქცევენ სრულიად გაუცნობიერებლად მათთვის უინტერესოს ხდიან. ერთადერთი, რასაც სუსტი სქესი ითხოვს არის საკუთარი ცხოვრება, დამოუკიდებელი არჩევანი.
ქალებისთვის, რომლებსაც სურთ იყვნენ სრულფასოვნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება და არ იყვნენ დიასახლისები, რომლებიც მხოლოდ მეუღლის სახლში მისვლას ელოდებიან.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ჯაკომო კაზანოვა

როგორ ხორციელდება საბანკო ფასეულობათა

კაკალი, არა მარტო გემრიელი საკვებია,

სად არის სამყაროს ცენტრი?
