დილით ვაშლი გულის ვარდიაო – უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. მართლაც ძალიან უყვარს ჩვენს გულს ეს ხილი, ის წმენდს სისხლსა და ხელს უწყობს გულ-სისხლძაღთა გამართულ მუშაობას, ამის გამო დაკიდევ უამრავი სხვა სასიკეთო თვისებებისათვის, მას- “ორგანიზმის ცოცხს,, – უწოდებენ.
გარდა იმისა რომ ვაშლი გემრიელი პროდუქტია და მისგან ვამზადებთ ჟელეს, მურაბას, კომპოტს, ჩირს და ძმარს. ის უებარი წამალიც არის, სწორედ მასში შემავალი კალიუმი უწყობს ხელს გულის ნორმალურ მუშაობას, ანეიტრალებს სისხლში მჟავებს, ეწინააღმდეგება აცირიოზს (სიმჟავეების ჭარბი შემცველობა სისხლსა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში), გამოდევნის ორგანიზმიდან მჟაუნმჟავას, ზედმეტ ქოლესტერინს, შხამიან პროდუქტებს. ე.წ. ვაშლის დღეები ხელს უწყობს წონაში დაკლებას, მშვიდ ძილს, დეფეკაციას. რაც მთავარია, ეს ხილი სტიმულს აძლევს ტვინის ნორნალურად მუშაობას.
ვაშლი სასარგებლო ნივთიერებათა საწყობია. ის შეიცავს C,B1 B2 და P ვიტამინებს, შაქარს (ფრუქტოზას, გულკოზას, საქაროზას), ჰეკტინებს, მინერალურ ელემენტებს (კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ქლორს, გოგირდს, ფტორს,სპილენძს, სილიციუმს და სხვა).
ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს (ლიმნის, ვაშლის,სალიცილის და სხვა), კატექინეს, ცილებს სახამებელს, ჰექტინებს და ა. შ.
ჰექტინები, C ვიტამინი, ფრუქტოზა და მაგნიუმი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას.
ვაშლის დღეღამური ნორმაა 1-3 ცალი. ეს სასარგებლო ხილი რეკომენდებულია ავიტამინოზის, ანემიის, მწვავე კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ჰიპოაციდური გასტრიტის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დავადების, ქოლეცისტიტის, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, შარდკენჭოვანი დაავადების, დამწვრობის სამკურნალოდ.
ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ქოლეცისტიტისა და ჭარბი წონის დროს მიიღეთ1/2 ჭიქა ვაშლის წვენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ნიკრისის ქაარის, რევმატიზმის სამკურნალოდ, შარდის ბუშტისა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნისას რეკომინდირებულია ვაშლის ჩაი. კანგაცლილი 2-3 ვაშლი 1ლ წყალში ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. მიიღეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამამდე.
შარდკენჭოვანი დაავადებისას და წონაში მომატებისას ასვე რეკომენდებულია ვაშლის ქერქის ჩაი. 1 ს/კ ვაშლის ქერქს დაამატეთ 1ჭ/ქ წყალი ადუღეთ.მიიღეთ 1ჭ/ქ 2-ჯერ დღეში ჭამამდე.
ვაშლი რეკომენდირებული არ არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0