ახალგაზრდა, დაუქორწინებელი მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ემოციური აშლილობისადმი ახლო ურთიერთობებში პრობლემების ან დადებითი მოვლენების განვითარების გამო, ვიდრე გაუთხოვარი ქალები.
კვლევების ავტორები – ფლორიდის უნივერსიტეტის თანამშრომელი ანა ბერეტი და უეკ ფორესტის უნივერსიტეტის სპეციალისტი რობინ საიმონი, ცდილობდნენ, დაედგინათ განსხვავება სხვადასხვა სქესის დაუქორწინებელი ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობებს შორის პარტნიორთან ურთიერთობის გავლენის შედეგად.
აღმოჩნდა, რომ უცოლო მამაკაცებში, რომლებიც მოწიფულობის ასაკში შედიოდნენ, დადებითი ან ნეგატიური ცვლილებები პარტნიორთან ურთიერთობისას, მათ ემოციურ მდგომარეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მათი სქესის მიხედვით სხვადასხვა გავლენას იწვევს.
მაგალითად, მამაკაცები, ქალებთან შედარებით, გაცილებით ძლიერად განიცდიან დაძაბულობას ურთიერთობებში, რაც ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებაში გამოიხატება. იმავე დროს, ურთიერთობის აყვავება აძლევს გაცილებით მეტ სასიამოვნო ემოციებს მამაკაცებს, ვიდრე ქალებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს სასიკეთო გავლენა მამაკაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გაცილებით ძლიერად გამოიხატება, რასაც კვლევის ავტორები იმას უკავშირებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გოგონები ერთადერთი საშუალებაა, დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები ახლო ურთიერთობებით. მათგან განსხვავებით, ქალები ენდობიან და ახლო ურთიერთობას ამყარებენ როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მეგობრებთან. ამას ისიც ემატება, რომ მამაკაცებში ქალებთან დაძაბულობა თავის უნიკალურობაში ეჭვის შეტანასა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გაქარწყლებას იწვევს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო6
- განათლება2
- თამაშები და გართობა4
- თვითგანვითარება6
- ტექნომანია1
- კულინარია5
- ცნობილი ადამიანები3
- რჩევები7
- ქალებისათვის5
- ელექტრონული წიგნები6
- ასტრონომია4
- ეს საინტერესოა10
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები3
- რელიგია და ფილოსოფია6
- მეცნიერება3
- ფსიქოლოგია8
- შინაური ცხოველები1
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა15
- ლიტერატურა და პოეზია5
- ჩანახატები2
- ქალი და მამაკაცი15
ჩვენი
საინტერესო

საინტერესო ადგილები სექსისთვის

როგორ შევუცვალოთ მანქანას საბურავი

რა დადებითი ეფექტი აქვს შინაურ

მიყვარს?.. არ მიყვარს?..
