არაფერი ისე არ მაწყნარებს, როგორც ჩემს ნაკვეთში ფუსფუსი. ბოლო ხანს ჩემი იდილია თირკმლების
ტკივილმა დაარღვია. ექიმების მიერ გამოწერილი წამლები დროთა განმავლობაში აღარ მშველოდა და
ტკივილი ისევ მეწყებოდა. ბოლოს გადავწყვიტე, მზესუმზირას ფოთლები მეცადა. აღარც კი მახსოვს,
ვინ მომცა ეს რეცეპტი. ადრეც გამეგო, რომ მზესუმზირის ფესვებს სამკურნალო თვისებები ჰქონდა,
მაგრამ ფოთლებიც თუ წამალი იყო, არ ვიცოდი. მზესუმზირას ფოთლები შუა ზაფხულში უნდა
დაკრიფოთ. სასურველია, თუ ამას დილით ადრე, გამთენიისას გააკეთებთ.
ფოთლები უნდა დააქუცმაცოთ ხელით და არა დანით. 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებულ
ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით და დალიეთ.
ასე ვსვამდი დღეში 3-ჯერ 1 თვის განმავლობაში, არც ერთი დღე არ ჩამიგდია. ტკივილებმა
თანდათან იკლო და წელშიც გავიმართე.
თირკმელებს კარტოფილიც შველის
აიღეთ ორი ცალი საღი კარტოფილი და საგულდაგულოდ გარეცხეთ. ძალიან ფრთხილად
მოაცილეთ კანი, გაჭერით შუაზე და ხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. ნახარში გადაასხით
ჭურჭელში და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0