“ყველაზე მეტად მე არ მინდა თამაში? ეს ხომ ჩემი უსაყვარლესი
საქმეა… ნეტავ რიჩარდი მათამაშა ამ გამოცდილებით,კიდევ უკეთესად ვითამაშებდი… არტისტი
ძუნწია,ისე არ მიანებებს თეატრს თავს,გული არ დაწყდეს… მაგრამ რომ არ შეგიძლია!”
“თურმე ბავშვობისდროინდელი უფრო კარგად გახსოვს კაცს,ვიდრე თუნდაც გუშინწინდელი”.
“მამა ღმერთს მადლობას ვეუბნები,რომ ასეთ საინტერესო ხალხს შემახვედრა ჩემს ცხოვრებაში…
ძალიან დატვირთული და შეიძლება ითქვას,მუშაობისგან “ოფლიანი” ცხოვრება გავიარე,მაგრამ
კარგი ცხოვრება მქონდა და დაღლას ვერც კი ვგრძნობდი”.
“დავბერდი!
არ გჯერათ? ისევ კარგად ვთამაშობ? ახლა მე მკითხეთ… ავად ვარ,დასუსტებული ვარ,ჯანი არა
მაქვს.ფეხები მტკივა,გულიც მაწუხებს.მძიმე ოპერაცია გავიკეთე,ნაწლავის კიბო მქონდა… რომ
მეგონა პაპილომა იყო,როგორც მოსკოვში მითხრეს… მერე პრაღაში გამსინჯეს და პირდაპირ
მომახალეს: კიბო გაქვთო! არ შემშინებია… ერთი ის ვთხოვე ექიმს,გარეთ ცოლი დგას და არ
უთხრათ,რაც მაქვს,უბრალოდ უთხარით,რომ ოპერაცია მჭირდება-მეთქი.ეტყობა,ექიმმა ვერ გაიგო
რა ვთხოვე და ნატაშამ რომ შემოიხედა,მასაც უთხრა: თქვენს ქმარს კიბო აქვსო… ოპერაციის წინაც
არ შემშინებია,ვხუმრობდი…”
“ომის შემდეგ საქართველოში ახალგაზრდობამ აღარ იცოდა ღვინის დალევის წესი.არანორმალური
სმა დაიწყო.საჭმელი არ იყო,მაგრამ ღვინო იყო… სარდაფებში ჩავდიოდით.იქ კასრებით
იდგა,ჭიქებიც კი არ იყო,ქილებით – ნახევარლიტრიანი “ბანკებით” ვსვამდით.მიეჩვია ხალხი…
ისეთი ამბავი გახდა,ვაზებით,სურებით,აირწინაღებით სვამდნენ.სუფრაზე ვაზიდან გადაყრიდნენ
ხილს,გააპიპინებდნენ ღვინოთი და იალა! მეც დავლიე აირწინაღით ერთხელ… პირში
ჩაგიდებდნენ შლანგივით რომ აქვს და… ასხამდნენ ზემოდან ღვინოს.სამ-ოთხ ლიტრს ისე
დავლევდი,ვითომ არაფერი.აზარტში შევდიოდით… ვიკლავდით რა თავს! მადა კარგი გვქონდა და
ვსვამდით და ვჭამდით.მერე მსოფლიო შემოვიარე,ღვინის ქვეყნებში ვნახე,ჭიქას ერთბაშად არავინ
ცლის,მოსვამენ,დადგამენ… ჩვენი წინაპრებიც პატარა ჭიქებით სვამდნენ.. ჩვენთან ბევრი ღვინის
სმის მოდა შემოვიდა და იმსხვერპლა კიდეც უამრავი ადამიანი.ბევრი მეგობარი გამომეცალა
უდროოდ,რომლებიც არასწორმა სმამ და ჭამამ გახადა ავად.მე კი ღმერთმა გადამარჩინა”.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0