ქრისტესისხლა ბაღებსა და ნაკვეთში სარეველას სახით იზრდება. თუმცა, რეალურად, ეს სამკურნალო მცენარეა. რომლის წვენიც ახორცებს ჭრილობებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
გარდა ამისა, ქრისტესისხლას სარგებელი მოაქვს იმ მებაღისთვისაც, რომელიც უსაფრთხო საშუალებას ეძებს პარაზიტების წინააღმდეგ. ქრისტესისხლაზე დამზადებული ხსნარები ნატურალური და ეფექტური ინსექტიციდებია. ისინი იდეალურად უმკლავდება ბუგრებსა და ჭიანჭველებს.
ქრისტესისხლა
ამ მცენარის შემადგენლობაშია ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, საპონინები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და ალკალოიდები. წყალში მოხვედრისას, ეს ნივთიერებები სითხეს მავნე მწერებისთვის სახიფათოდ აქცევს. არსებობს აგარაკზე ქრისტესისხლას გამოყენების რამდენიმე გზა.
1. მოფრქვევა
ქრისტესისხლას ბალახს აშრობენ და აფქვევენ. შემდეგ ამ ფხვნილს ნიადაგზე აბნევენ. ეს საშუალება გამოიყენება ნიადაგის დეკონტამინაციისთვის ხახვისებრთა ოჯახის მცენარეების დარგვამდე. მაგალითად, ტიტები, ხანჯალა. მოფრქვევა, ასევე, შესაძლებელია თვითონ მცენარეებზე მას შემდეგ, რაც მათ ფოთლებზე ბუგრები გაჩნდება.
2. მცენარის ბოლქვების დაცვა
მცენარე რომ მავნებლებისგან დაიცვათ, დაამუშავეთ იგი ქრისტესისხლას ნაყენით დარგვამდე. 150 გ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 5 ლ წყალი და დააყენეთ 1 დღით. გადაწურეთ ნაყინი, ცოტათი შეათბეთ და მოათავსეთ მასში დასარგავად გამზადებული ყვავილის ბოლქვები 2 საათით.
3. მღრღნელების დაფრთხობა
გამომშრალი ქრისტესისხლა უბრალოდ მიმოფანტეთ მცენარეებს შორის. მაგალითად, ახალგაზრდა კენკრის ბუჩქებსა და ხეხილს შორის.
4. პულვერიზაცია
ბუგრების მასობრივ შემოსევასთან გამკლავებას მხოლოდ პულვერიზაციით შეძლებთ. გაავსეთ სათლი 1/4-ზე წვრილად დაჭრილი ქრისტესისლას ბალახით. შემდეგ დაასხით მას მდუღარე წყალი ან მოხარშეთ ბალახი 5 წუთით.
დააყენეთ წყალი 3 საათით. შემდეგ გაფილტრეთ ნახარში და მორწყეთ ამ ხსნარით ბუგრებით დაზიანებული მცენარეები. სურვილისამებრ, დაუმატეთ მას რამდენიმე კოვზი თხევადი საპონი – ასე ფოთლებს უკეთ ეკრობა. ამ სითხით ხეხილის დამუშავებაც შეგიძლიათ, რომელიც მუხლუხებითაა დაზიანებული.
ქრისტესისხლას უპირატესობა იმაშია, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც ბოსტნეულის, ისე ნაყოფიანი კულტურებისა და ყვავილების დასაცავად.
ქრისტესისხლა შეგიძლიათ წინასწარ მოიმარაგოთ მაის-ივნისში, მისი აყვავების დროს. მოჭერით ფესვიანად, გააშრეთ ჩრდილში და შეინახეთ ქაღალდის პაკეტებში.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0