„ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე“ – რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს » www.idealuri.ge
ცნობილი ადამიანები

„ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე“ – რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს

გააზიარეთ:

 

,,ჩემო მედიკო!

კი არ მაგონდები, მელანდები, რამდენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდებოდი ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე…

შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები, თითქოს ვიტრინებშიაც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის სახეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ეს ყველაფერი შენში მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება, ისეთი გრძნობაა, თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა…

მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება, მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად, რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის, დამაკოცნია შენი პატარა ხელები, რა ვქნა ჩემო ,,ტაიტი”, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე.”

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი