თუ ის აღარ გეუბნებათ სიტყვებს: „მე შენ მიყვარხარ“… » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

თუ ის აღარ გეუბნებათ სიტყვებს: „მე შენ მიყვარხარ“…

გააზიარეთ:

 

ქორწინების შემდეგ რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ პარტნიორისგან ნელ-ნელა უფრო იშვიათად გესმით ფრაზა: „მე შენ მიყვარხარ“? ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა და როგორც წესი, პირველი რაც აზრად მოგდით ისაა, რომ შესაძლოა ვიღაც სხვა შეუყვარდა და მისთვის საინტერესო აღარ ხართ. სინამდვილეში ნიშნავს თუ არა ამ ფრაზაზე უარის თქმა იმას, რომ არ უყვარხართ? რასაკვირველია არა.

 

ადამიანებს სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა აქვთ. თქვენ უნდა იცოდეთ რომელი მათგანი მოსწონს თქვენს პარტნიორს და მიხვდებით აინტერესებთ თუ არა კვლავ.

 

სიტყვები – როგორც წესი გრძნობებს სიტყვებზე უკეთ მოქმედება გამოხატავს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშნელოვანია ხშირად გაიგონონ, რომ უყვართ. თუ თქვენი პარტნიორი ხშირად გიმეორებთ, ეს ნიშნავს, რომ სურს თქვენგანაც ხშირად მოისმინოს.

 

საჩუქრები – თქვენმა პარტნიორმა სრულიად მოულოდნელად საჩუქარი მოგიტანათ? თუ არც თქვენი დაბადების დღეა და არც რაიმე დღესასწაული, მაშინ ეს საქციელი სწორედ სიყვარულზე მიუთითებს და ასევე იმაზე, რომ მისი სიყვარულის გამოხატვის ენა საჩუქრებია.

 

განმარტოვება – თუ ის მუდმივად თქვენთან ერთად მარტო ყოფნისკენ მიისწრაფვის, მისი სიყვარულის ენა განმარტოვებაა. ვერავითარი სიტყვები ვერ დაარწმუნებს მას თქვენს სიყვარულში ისე, როგორც განმარტოვებული სადილი თქვენთან ერთად.

 

ფიზიკური შეხება – ადამიანებისთვის, რომელთა სიყვარულის ენა ფიზიკური შეხებაა, უბრალოდ ხელის ხელზე შეხებაც კი სიყვარულის გამოხატულებაა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი