ნუგბარი თქვენი თმისათვის » www.idealuri.ge
ქალებისათვის

ნუგბარი თქვენი თმისათვის

გააზიარეთ:

ჯანმრთელი თმა, ქალის სავიზიტო ბარათია. ხარისხიანი თმის შენარჩუნებას ყურადღება და სათანადო მოვლა სჭირდება. განსაკუთრებით ზამთარში, როცა ცივა და თან ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტს განიცდის.
იმისათვის, რომ ჯანსაღი და მბზინვარე თმა მთელი წლის მანძილზე შეინარჩუნოთ.
გთავაზობთ რამდენიმე, მარტივ, მაგრამ სასარგებლო რჩევას:

არ დაიბანოთ ყველა შამპუნით რაც კი ხელში მოგხვდებათ. სასურველია იგი თმის ტიპს შეუსაბამოთ.

დაბანისას, გამოიყენეთ წყლის დიდი რაოდენობა. კარგად მოაშორეთ თმას შამპუნი. სასურველია ბოლოს ცივი წყლის გადავლება. ეს თავიდან აგაცილებთ ქერტლის გაჩენას.

არ იჩქაროთ თმის დაბანისას, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ თმის მასაჟს. ქაფიან თმას თითები სავარცხელივით ჩამოუსვით. ეს თმის გაწეწვას აგაცილებთ თავიდან.

არასასურველია ცხელი წყლით თმის დაბანა. ცხელი წყალი მტერია ქერტლისკენ მიდრეკილი თმისათვის.

თმის გამშრალებამდე, თმა კარგად გაიწურეთ და არავითარ შემთხვევაში არ გაიმშრალოთ უხეშად, პირსახოცის ჩქარ-ჩქარა წასმით. ისე გაიმშრალეთ, თითქოს ღრუბლით აშრობდეთ თმას.

თმის დავარცხნისას, სავარცხელი ჩამოისვით თმის ძირიდან ბოლოებამდე. თმის შუა ნაწილიდან დავარცხნა, ტენიანობის არათანაბარ გადანაწილებას იწვევს.

თმაზე ნებისმიერი ნიღბის დადების შემდეგ, მას შემდეგ რაც კოსმეტიკურ ქუდს დაიხურავთ, თავზე დაიდეთ სველი და ცხელი პირსახოცი და დატოვეთ გაგრილებამდე. სასურველია პროცედურის 3 ჯერ გამეორება. ეს ხელს უწყობს ნიღბის მოქმედებას და ასევე, არაჩვეულებრივია თმის გამოშრობის საწინააღმდეგოდ.

პერლა გთავაზობთ, თაფლის ნიღაბს, იმისათვის, რომ თქვენ თმა მბზინვარე და ჯანსაღი იყოს, ზამთრის სუსხიან დღეებშიაც კი.

100 გრამი თაფლი გაათბეთ, შეურიეთ 3 კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა ლიმნის წვენი. შეიზილეთ თმაში და დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თმის დამატენიანებელი შამპუნით და იამაყეთ თქვენი არაჩვეულებრივი თმით.

ახალი ამბები

  • XML error: at line 0
  • The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • “Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი