ქალებს ასაკის მატება ხშირად აშინებთ. ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რომ როგორმე წლები დაიკლონ და დამალონ.
არადა, საშიში არაფერია, არსებობს მინიმუმ 10 გარემოება, რითაც 40 წელს გადაცილებული ქალი ახალგაზრდას ჯობია. წარმოგიდგენთ ამ თვისებებს.
1. 40-ს გადაცილებული ქალი შუაღამით არ გაგაღვიძებს შეკითხვით: “რაზე ფიქრობ?” რაც მთავარია, არ იჩხუბებს იმის გამო, რაზეც ფიქრობ ან არ ფიქრობ.
2. თუ შენთან ერთად ფეხბურთის ყურება არ უნდა, არ მოგიჯდება გვერდით ტელევიზორის წინ და სმით არ გაერთობა. უბრალოდ, წავა და თავის საქმეს გააკეთებს.
3. კარგად იცნობს საკუთარ თავს და ზუსტად იცის, ვისგან რა უნდა.
4. ღირსების მაღალი გრძნობა აქვთ. ამიტომ არასოდეს მოგიწყობენ ისტერიკას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
5. ხშირად გაქებენ, ზოგჯერ დაუმსახურებლადაც.
6. არ ეშინია, რომ თავისი დაქალი გაგაცნოს. მისთვის სულერთია, მოგეწონება მისი დაქალი თუ არა. უკვე იცის, რომ მეგობარი აღარ უღალატებს.
7. ორაკულის ინტუიცია აქვს. არაფერში გამოტყდომა არ დაგჭირდება, თვითონაც მიხვდება ყველაფერს.
8. ძალიან უხდებათ წითელი პომადა, რასაც ახალგაზრდა გოგონებზე ვერ ვიტყვით.
9. თუ აქა-იქ გაჩენილი თითოოროლა ნაოჭის იგნორირებას მოახდენ, მიხვდები, რომ 40-ს გადაცილებული ქალი ახალგაზრდებზე სექსუალურია.
10. გულახდილები არიან. პირში მოგახლიან, ნაბიჭვარი ხარო, თუ მართლაც ნაბიჭვარივით იქცევი.
გაგრძელება კიდევ შეიძლება. სამწუხარო ის არის, რომ 40 წელს გადაცილებულ ყოველ მოვლილ, ჭკვიან და მომხიბვლელ ქალზე მელოტი, ღიპიანი და უჟმური ტიპი მოდის, რომელიც 20 წლის ოფიციანტის გვერდით ნამდვილი იდიოტივით გამოიყურება.
სიმწიფის ასაკში ქალები ქორწინებას გაურბიან. გაინტერესებთ რატომ? ის გამოთქმა ხომ გახსოვთ, “რატომ ვიყიდო ძროხა, როცა რძეს უფასოდ მაძლევენ”. ანალოგიურად, არც ქალებს სურთ “ერთი ძეხვის გამო მთლიანი ღორის ყიდვა”.