მზე, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია. მზემდე მანძილი, ასტრონომიული მასშტაბებით, ძალიან ცოტაა, სულ რაღაც 8,3 წუთი ჭირდება სინათლეს ამ მანძილის დასაფარავად.
ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, სხვა ვარსკვლავების აფეთქებებით გამოტყროცნილ ფრაგმენტებზე აღმოცენდა, მასთან ერთად შეიქმნა მზის პლანეტების სისტემაც, ამათგან მესამეზე კი გაჩნდა სიცოცხლე.
5 მილიარდი წელი, ეს ჩვენი მზის ასაკია. მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. საშუალო მანძილი მზემდე 150 მილიონი კილომეტრია, იგივე 1 ასტრონომული ერთეული. მზე, ჩვენი პლანეტური სისტემის ცენტრია, რომელიც აგრეთვე პლანეტების, მათი თანამგზავრების, ათასეულობით ასტეროიდის, კომეტის, მცირე პლანეტების, მეტეოროიდების, პლანეტათშორისი მტვრისა და გაზისაგან შედგება. მზის სიტემის მთლიანი მასის 99,8% სწორედ მზეშია თავმოყრილი.
მზე არის ვარსკვლავი, რომელიც მილიონობით წელია საკმაოდ ერთგვაროვნად ანათებს, ამას ცისფერ-მწვანე წყალმცენარეების ნარჩენების გამოკვლევები ადასტურებს. მისი ზედაპირის ტემპერატურა 10%-ითაც რომ შეცვლილიყო, ალბათ, დედამიწაზე სიცოცხლე დაიღუპებოდა. ჩვენი მნათობი თანაბრად და წყნარად ასხივებს ენერგიას, რომელიც ასე საჭიროა სიცოცხლის არსებობისთვის.
მზის ზომა საკმაოდ დიდია. დიამატერი 109-ჯერ (1 392 000 კმ), ხოლო მასა 330 ათასჯერ მეტია დედამიწისაზე. საშუალო სიმკვრივე კი სულ რაღაც 1,4-ით მეტია წყლის სიმკვრივეზე. მზის ეკვატორული და პოლარული ნაწილები არა ერთნაირი სიჩქარეებით მოძრაობს ღერძის გარშემო. ეკვატორზე 25 დღე-ღამიანი პერიოდით, 40 გრადუსიან განედზე – 27, ხოლო პოლუსებზე – 30 დღე-ღამე. ეს იმის გამო ხდება, რომ მზე არა მყარი სხეული, არამედ გავარვარებული გაზის სფეროა. 70% წყალბადისა და 30% ჰელიუმისაგან შემდგარი გიგანტური სფერო. მზის მიერ გამოსხივებული მთლიანი ენერგია L = 3,86∙1026 ვატის ტოლია, ანუ მისი ყოველი კვადრატული სანტიმეტრი 6,5 კილოვატ ენერგიას ასხივებს. დედამიწა ამ ენერგიის მხოლოდ 1/2 მემილიარდედ ნაწილს ღებულობს.
მზის გვირგვინის ძალიან მაღალი ტემპერატურა, დიდი ხნის მანძილზე ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა. თუ ფოტოსფეროს (ზედაპირი რომელსაც ჩვენ ვხედავთ) ტემპერატურა 6000 გრადუსია (15 მილიონი ბირთვში), როგორ შეიძლება ზედაპირიდან უფრო მაღლა მდებარე გვირგვინის ტემპერატურა მილიონი გრადუსი იყოს?! მზის სიღრმეებში წარმოქმნილი აკუსტიკური ტალღები , რომლებიც გამოწვეულია მიკროანთებებით, ე.წ. კოცონებით, (ზედაპირზე დაფიქსირებული მძლავრი ანთებებისაგან განსხვავებით) და 20 კმ/წმ სიჩქარით ვრცელდება, ამ ანომალიის გამომწვევი მიზეზი აღმოჩნდა.
დაახლოებით 7,6-7,8 მლრდ. წლის მერე, როცა მზე 12,2 მლრდ. წლის იქნება, მისი წიაღი იმდენად გაცხელდება, რომ ცენტრში წარმოქმნილი, ამ ტემპერატურაზე თერმობირთვული რეაქციის წამოწყების უნარის არ მქონე ჰელიუმის ბირთვის გარშემო, დარჩენილი წყალბადი დაიწყებს თერმობირთვულ წვას. ამას მნათობის გარე ფენების სწრაფი გაფართოება მოყვება თან, მზე მთავარი მიმდევრობას დატოვებს, რომელზეც ის დაბადებიდან იყო და წითელ გიგანტად გადაიქცევა, ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის წითელი გიგანტების ტოტის პიკზე გადასვლით. ამ ფაზაში მისი ზომა 256-ჯერ გაიზრდება. გაფართოებასთან ერთად მოიმატებს ნათობა (2700-ჯერ), ხოლო ზედაპირის ტემპერატურა 2400 გრადუსამდე შემცირდება. ალბათ, მზის გაფართოებადი გარე გარსი დედამიწის ორბიტას მიაღწევს. ერთი ვერსიით, გაძლიერებული ქარის გამო მზე თავისი მასის 28%-ს დაკარგავს რის გამოც დედამიწა უფრო შორეულ ორბიტაზე გადავა და მზის წიაღში მოქცევას გადაურჩება; მეორე ვერსიით, ის მაინც მნათობის შიგნით მოხვდება, მზის ბრუნვის შენელება და მისი გარე გარსის მოქცევითი ზემოქმედება ისევ ახლო ორბიტაზე გადმოიყვანს დედამიწას. თუ ჩვენი პლანეტა გადაყლაპვას გადაურჩა, მისი წყალი მაინც ორთქლად გადაიქცევა, რომელსაც მზის უძლიერესი ქარი კოსმოსში გაფანტავს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0