როგორ გავხდეთ საუკეთესო მეუღლე? » www.idealuri.ge
ქალებისათვის

როგორ გავხდეთ საუკეთესო მეუღლე?

გააზიარეთ:

 

პირველ რიგში ეცადეთ, რომ ვახშამი მუდამ მზად იყოს. დაახვედრეთ თქვენს მეუღლეს სახლში რაიმე გემრიელი კერძი. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენ მასზე ზრუნავთ. მითუმეტეს როცა სახლში, საღამოს უმეტეს შემთხვევაში ქმარი მშიერი ბრუნდება.

მის სახლში დაბრუნების წინ უნდა ეცადოთ, რომ მოემზადოთ და ფორმაში იყოთ, ჩაიხედეთ სარკეში, გაისწორეთ თმები, შეარჩიეთ სამოსი, ეცადეთ რომ ყოველთვის განსაკუთრებული იყოთ. თუმცა ის რომ თქვენ ფორმაში იყოთ და სახლი კი არეული, ეს რა თქმა უნდი კარგი არ იქნება, ამიტომ ეცადეთ ჯერ სახლი დაალაგოთ.

მითუმეტეს თუ პატარა ბავშვები გყავთ, სახლი არეული იქნება და უამრავი ნივთი იქნება უაზროდ გამოფენილი. ასევე მოაწესრიგეთ ბავშვები, როდესაც ქმარი სახლში დაბრუნდება, უნდა იგრძნოს და დაინახოს, რომ თქვენ ყველაფერში იდეალური ხართ. მის დაბრუნებას არ უნდა დაამთხვიოთ სარეცხის გაფენა, გაშრობა, დაგვა და ა.შ.

დაახვედრეთ სახლში სითბო და სიწყნარე. ქმარი უნდა ხედავდეს, რომ თქვენ მისი დანახვა გახარებთ, ამიტომ გაიღიმეთ და თბილად შეეგებეთ. შეიძლება რაიმე ახალი ამბავი გქონდეთ მოსაყოლი, მაგრამ შეხვედრის თანავე ნურაფერს ნუ ეტყვით, ჯერ დააცადეთ თავად თქვას თუ აქვს რაიმე სათქმელი, გახსოვდეთ რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თავად მისი თემებია.

თუ სახლში მოსვლა შეაგვიანდა და გვიან მოვიდა, არ შეხვდეთ ცივად და აგრესიულად, ჯერ მოისმინეთ რას გეტყვით და დაგვიანების მიზეზიც დამშვიდებული ტონით იკითხეთ. ის უნდა გრძნობდეს რომ სახლი არის ადგილი სადაც თავს ყველაზე კარგად და მშვიდად გრძნობს.

ეცადეთ გვერდში ამოუდგეთ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს არ მიუმატოთ მის პრობლემებს თქვენი პრობლემებიც. გახსოვდეთ რომ ის თქვენს პრობლემებზე თქვენზე არანაკლებ ინერვიულებს.

მის გადაწყვეტილებებს ეჭვის თვალით ნუ შეხედავთ და როცა ნაკლებად ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, ყველაფერში ენდეთ და დაუჯერეთ. გახსოვდეთ, ის ოჯახის ლიდერია.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი