მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, დაადგინეს, რომ მამაკაცებს მიტოვებულ ქალებთან ურთიერთობა ხიბლავთ. სამაგიროდ, ქალს ურჩევნია, ისეთი კაცის გვერდით იყოს, რომელიც თვითონ იყო წინა სასიყვარულო ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი.
მკვლევარებმა ახსნაც მოუძებნეს ამ ფენომენს. მამაკაცს ურჩევნია ურთიერთობაში ლიდერი იყოს, იცავდეს ქალს და გრძნობდეს, რომ ემოციურად ქალი მასზეა დამოკიდებული. როცა წინა ურთიერთობა ქალმა გაწვიტა, კაცში ეს ერთგვარ შიშს იწვევს და ფრთხილობს. მიაჩნია, რომ ასეთი ქალი რთულია და საფრთხეს უქმნის მის ლიდერობას.
ქალები კი ისეთ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც აქვთ უნარი, რადიკალური გააწყვეტილებები მიიღონ; თვითონ იყვნენ ინიციატორები წინა სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების. ეს მიანიშნებს, რომ მამაკაცი ძლიერია, მისთვის არა არის სულერთი ვისთან იქნება და რადიკალურ ნაბიჯებს არ ერიდება იმისთვის, რომ კარგად იგრძნოს თავი.
მკვლევარებმა ისიც აღნიშნეს, რომ, თუ ურთიერთობა ხანმოკლე და გრძნობას მოკლებულია, არც ქალს და არც კაცს არ აინტერესებს პარტნიორის წარსული. ასეთ შემთხვევაში, სუსტიც და ძლიერი სქესიც მხოლოდ ერთზე-წამიერ სიამოვნებაზე ფიქრობს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0