პლანეტა სხვა გალაქტიკიდან » www.idealuri.ge
ასტრონომია

პლანეტა სხვა გალაქტიკიდან

გააზიარეთ:

 

ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა. იუპიტერისმაგვარი პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის (HIP 13044 ) გარშემო, რომელიც ერთ დროს ჯუჯა გალაქტიკას ეკუთვნოდა, ის შემდეგ ჩვენმა გალაქტიკამ მიიერთა.
ვარსკვლავური სისტემა, რომელმაც ეს პროცესი გადაიტანა, დედამიწას 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. HIP 13044 თავისი ევოლუციის ბოლო ეტაპზე იმყოფება. “ჰელმის ნაკადი”, რომელშიც ხსენებული ვარსკვლავი და პლანეტა მდებარეობს, 6-9 მილიარდი წლის წინათ ირმის ნახტომის მიერ შთანთქმული გალაქტიკის ნარჩენია. ეს იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეგზოპლანეტები სხვა გალაქტიკებისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამის მტკიცებულება მხოლოდ ეხლა გაჩნდა. ახლად აღმოჩენილი პლანეტა იუპიტერზე 1,25 ჯერ მასიურია, თავის ვარსკვლავთან ახლოს მდებარე ორბიტაზე 16,2 დღიანი პერიოდით ბრუნავს.

 ამ სისტემას შეუძლია ჩვენი მზის სისტემის მომავალი დაგვანახოს, ის, რაც შორეულ მომავალში მოხდება. HIP 13044-მა თავისი თერმობირთვული საწვავი ამოწურა, შემდეგ გაფართოვდა და წითელ გიგანტად გადაიქცა. ამ დროს, შესაძლებელია მასთან უფრო ახლოს მდებარე მყარზედაპირიანი (დედამიწის ტიპის) პლანეტები განადგურდა, ამის შემდეგ ვარსკვლავი ისევ შეიკუმშა (გადაიქცა თეთრ ჯუჯად). ახლადაღმოჩენილი პლანეტა გადარჩენას ვარსკვლავიდან შორ მანძილზე მოძრაობასა და თავის დიდ ზომას უნდა უმადლოდეს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • გამოიწერეთ არხი ამით თქვენ განვითარებაში მეხმარებით. Donation: https://streamlabs.com/giorgikiguradze/tip GPU: GPU: GTX 1070 FE TI CPU: Intel Core i7 10700kf ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • IPL 2025 new schedule: IPL is set to resume on May 17 after being postponed, with matches primarily shifted to southern venues like Bengaluru and Hyderabad. The tournament, which has 18 games ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი