ჩვენზე ყველაზე დიდ ზეგავლენას სარკე ახდენს. ის ოდითგანვე მაგიურ საგნად მიიჩნეოდა. სარკეს შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციის აღება და აქედან გამომდინარე ან წმენდს აურას ან კიდევ პირიქით დამთრგუნველ ენერგეტიკას ასხივებს. რაც უფრო ბევრი სარკეა სახლში, მით უფრო ძლიერია ეს ენერგია.
სარკე აუცილებლად თავის ადგილას უნდა ეკიდოს და აუცილებლად სუფთა და მოვილილი. თუკი უხერხულ ადგილას ჩამოკიდებთ, შეიძლება რომელიმე ოჯახის წევრს განუწყვეტელი თავის ტკივილები დაეწყოს. ერთი სარკე აუცილებლად შემოსასვლელში უნდა გეკიდოთ (მაგრამ პირდაპირ კარებს არ უნდა უყურებდეს), ის ქუჩიდან მოყოლილ ენერგეტიკას გაანეიტრალებს. როცა დავიწყებული ნივთისთვის სახლში შებრუნდებით, გამოსვლისას ასევე აუცილებლად ჩაიხედეთ მასში. როდესაც სევდიან განწყობაზე ხართ, საკუთარი ანარეკლისთვის თვალებში ჩახედვა, აუცილებლად გაგიუმჯობესებთ განწყობას. კარგი იქნება მისი ჩამოკიდება იმ მაგიდასთანაც, რომელთანაც ოჯახი საკვებს მიირთმევს, ეს შემოსავალს გაზრდის.
ფენ შუის მიხედვით, ცუდის მომასწავებელია მისი დაკიდება ცოლ-ქმრის საძინებელ ოთახში. როგორც ჩინური ტრადიციები გვამცნობს, სარკე ყველაფერს აორმაგებს და ასე ქორწინების ორმაგი სახე შეიძლება მოიზიდოს.
სარკის გატეხვა, ცუდის ნიშნად მიიჩნევა, თუმცა ძველი ხალხი ერთგვარ რიტუალს გვთავაზობს მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად: მწიკვი მარილი მხარს უკან უნდა გადაყაროთ, საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ სამჯერ შემოვბრუნდეთ, ნატეხები ავკრიფოთ და ცეცხლში ჩავყაროთ. მერე კი ამ გაშავებულ ნატეხებს ერთი წლის განმავლობაში შეინახავთ, ცუდი არაფერი მოხდება.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0