როგორ გადავეჩვიოთ ღამე ჭამას? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ გადავეჩვიოთ ღამე ჭამას?

გააზიარეთ:

 

დღესასწაულები დასრულდა ან ჯერ კიდევ წინ არის, დროა საკუთარი თავი ფორმაში მოიყვანოთ!ნებისმიერი, ყველაზე დიდი ფიზიკური დატვირთვაც კი შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს, თუ თქვენ არასწორად იკვებებით, განსაკუთრებით კი ღამით ! შევებრძოლოთ ამ მავნე ჩვევას ?

 ღამე ჭამის შეწყვეტის ინსტრუქცია

სიძნელის დონე: არც ისე ადვილი.

                  რა დაგჭირდებათ:

  • ნებისყოფა;
  • ნებისყოფა;
  • და ისევ ნებისყოფა !

კვების განაწილება მთელ დღეზე

დაყავით ორგანიზმის “კვებითი” დატვირთვა მთელს დღეზე! დაე დილამ მიიღოს თავის თავზე “ძირითადი კოლორიული დარტყმა”, სადილი დაჰყავით ორ ნაწილად – პირველი 13:00 საათზე, მეორე კი, ასე ვთქვათ სამხარი, 16:00 ან 17:00 საათზე. მოერიდეთ სწრაფ კვებას და  ნახშირწყლებით სავსე სხვა საკვებს. სწრაფი კვება – ბოროტებაა, ნახშირწყლები – ენერგიაა, მაგრამ ძალიან სწრაფად ითვისებს მათ ორგანიზმი და მალევე გვიპყრობს შიმშილის გრძნობა.
რა არის კარგი: ფაფა (შვრიის), წვნიანები, რძის პროდუქტები ანაყრებენ დიდი ხნით.

თავი აარიდეთ ვახშმობას

უმჯობესია ვახშამი “მტერს მისცეთ”, მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივია დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ!

მათთვის, ვისაც საღამოს ვარჯიში აქვს (სპორტი – ჩვენი არსობისა!), რეკომენდირებულია ივახშმოს ერთი საათით ადრე ვარჯიშამდე და არ იკვებოს  ვარჯიშის მერე 1,5 – 2 საათი. მათთვის, ვინც მიდის სახლში ვახშამის მოსამზადებლად – ცოლისთვის, ქმრისთვის, შვილებისთვის – არ გაექცეთ ვახშამს, რომ მერე თვალებით არ შეჭამოთ სხვისი თეფშები, არამედ ცალკე იქიონიეთ  ჩაის თეფში. იგი ჩვეულებრივი თეფშის დახლოებით 1/3 ნაწილს უნდა შეადგენდეს, ხოლო  თუ საკვების მოცულობა თქვენთვის ძალიან პატარაა, მაშინ უმჯობესია ვახშამს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული დაურთოთ.

დალიეთ კეფირი

გრძნობთ, რომ ვერ დანაყრდით?
გსურთ “შეივსოთ”?
დალიეთ ჭიქა კეფირი 1%-ანი ცხიმით. არანაირი “ჩაი პეჩენიებით”! წინააღმდეგ შემთხვევაში არის შანსი “შეივსოთ” მეტი კალორიები, რასაც ასე ძლიერ “ზოგავდით” ვახშმის პორციის შემცირებით!

ზედმეტი კალორიების დაწვა
ვერ მოითმინეთ და შეუთავსეთ ერთმანეთს ჩაი და ნახევარი ნამცხვარი?
შეიყვანეთ სისტემაში “პირადი ჯარიმები”. თუ გაქვთ სარბენი ბილიკი ან ველოტრენაჟორი – წინ, დაწვით კალორიები. როგორც წესი 30-40 წუთი საკმარისია იმისთვის, რომ ზედმეტი კალორიები გაანადგუროთ და თქვენი სინდისი დამშვიდდეს.
თუ თქვენი სპეციალური ტრენაჟორები არ გაქვთ, უმჯობესია ჯარიმა სპეციალურ ზონებზე გააკეთოთ – პრესი, თეძოები და წინ – იდეალური ფიგურისკენ!

ხო, მადლობას თქვენი ორგანიზმი მეტყვის!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post ❔🏆 How many UCL titles has Benzema won? #shorts #realmadridshorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი