რისთვისაა კარგი გვირილა ? » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

რისთვისაა კარგი გვირილა ?

გააზიარეთ:

 

ეს არაჩვეულებრივი მცენარე ძალიან სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით. მას იყენებენ, როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ასევე კოსმეტიკური საშუალებებისთვისაც. ამ მინდვრის ლამაზ ყვავილს ბევრგან შევხვდებით. მას აგროვებენ, ახმობენ, ინახავენ და იყენებენ. გვირილისგან მრავალი ეფექტური წამალი მზადდება და მას წარმატებით იყენებენ ექიმები. ასევე გამოირჩევა სასიამოვნო სუნით და მისგან ამზადებენ, სურნელოვან ზეთებს. ეს სამკურნალო ყვავილი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და მისი სასარგებლო თვისებები კაცთა საკეთილდღეოდ მრავალი წლის განმავლობაშია ცნობილი. ყვავილი შეიცავს უამრავ სასარგებლო ეთერზეთებს და ფლავონიოდებს, მას გამოიყენებენ ანთების საწინააღმდეგოდ. აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება და დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც.
გვირილა გამოიყენება, როგორც გარე ასევე შიდა მიღებისთვისაც. მოახმარენ მოზრდილაბს და ბავშვებსაც.
თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებებით ის გამოიყენება, მრავალი დაავადების სამკურნალოდ: გვირილის ნახარშს ღებულობენ, კუჭნაწლავის ტრაქტის ანთების სამკურნალოდ. ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელის მიღებაც შეიძლება პაციენტის კუჭნაწლავის მაღალი მჟავიანობის დროს. გვირილის ნახარში ამცირებს შეშუპებას მუცლის ლორწოვან გარსში, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სწრაფ მკურნალობას, ამცირებს გაზებს და ხსნის კუჭის კრუნჩხვებს. ასევე გვირილას აქვს სასარგებლო მოქმედება ნერვულ სისტემაზე, შეუძლია გაუმკლავდეს სტრესსა და უძილობას.
ძალიან კარგია ჩვილი ბავშვებისთვისაც გვირილის აბაზანის მიღება, ასევე არის მათთვის გვირილის ჩაი. კარგი ანტისტრესული და ანტი ბაქტერიული საშუალებაა.
ძალიან ბევრი დადებითი და სასარგებლო თვისება აქვს ამ მცენარეს და ბევრის დაწერაც შეიძლება მაგრამ ეხლა შემოგთავაზებთ მისი გამოყენების მეთოდებს.

გვირილა კოსმეტიკაში

გვირილა თმებისთვის -ეს არის საუკეთესო საშუალება, რომელიც აძლევს მას ჯანმრთელობას და ბრწყინვალებას, კვებავს და აძლიერებს.
თავის კანს არბილებს და ამშვიდებს. მას თმისთვის გამოიყენებენ: ნახარშის, შამპუნის,ნიღბების სახით.
გვირილის ნაყენი თმაზე გადასავლებად

მოსამზადებლად აიღეთ ორი სუფრის კოვზი გამხმარი ყვავილი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დატოვეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ კი ეს ნაყენი გადაივლეთ დაბანილ თმაზე და აღარ ჩამოიბანოთ.

ასევე შეგიძლიათ გვირილა ადუღოთ 5 წუთი, რაც უფრო ძლიერია ნახარში მით მეტია თმის სიმკვვეთრე.

გვირილის ნიღაბი

ნიღაბი გვირილით, თაფლით, კონიაკით და ლიმნის წვენით. ნახევარი ჭიქა გვირილის ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ ნახევარი საათით. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი და თაფლი. ერთი ჩაის კოვზი ლიმნის წვენი. დაიდეთ ერთი საათით ჩამობანილ სუფთა თმაზე. დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის პარკი და შემდეგ მოიხვიეთ პირსახოცი.ჩამოიბანეთ შამპუნის გარეშე, დიდი რაოდენობით თბილი წყლით.

გვირილა სახის კანისთვის

არ არსებობს ამ მცენარის ნიღაბზე უკეთესი საშუალება კანისთვის. ის მიდის ყველა ტიპის კანზე.

ორი სუფრის კოვზი გვირილა, ოთხი სუფრის კოვზი რძე, ნახევარი კიტრი და ნახევარი ავოკადო.
ეს ყველაფერი დააბლენდერეთ და დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მარლის ტომარაში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი, ჩადეთ წყალში და ადუღეთ 20-30 წუთი. ამ ნაყენით შეგიძლიათ გაიწმინდოთ სახე სღამოობით. ასევე შეიძლება მისი გამოყენება ყინულის სახით, კანის განახლებისა და მატონიზირებელ საშუალებად დილით.

გვირილისგან შეგიძლიათ გაიკეთოთ ორთქლის ვანები მშრალი და ცხიმიანი კანისთვის. ასევე აკნეს მოსაშორებლად. ორი ჩაის კოვზი მშრალი გვირილა ჩაყარეთ 0.5 წყალში და ადუღეთ. მიიტანეთ სახე ორთქლთან და გაჩერდით 15-20 წუთი თავზე კი პირსახოცი დაიფარეთ.

მისთვის, რომ თვალების ირგვლივ მუქი ფერი მოიცლოთ დაგჭრდებათ ორი ბანბის ტამპონი. დაასველეთ გვირილის ნაყენში და დაიდეთ თვალების ირგვლივ 1-2 წუთი. პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.

ამ მცენარეს მრავალი უნიკალური და სასარგებლო თვისება აქვს. კარგია, როგორც სამკურნალოდ, ასევე კოსმეტიკისათვის და რაც მთავარია ხელმისაწვდომია ყველასთვის.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ქარელში ქურდობის ბრალდებით ორი ახალგაზრდა დააკავეს 04.02.2019 appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • Get the best Dream11 prediction for the Kolkata vs Delhi match! Check out our Dream11 team for today’s match and maximize your chances of winning big. Join our telegram channel ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი