რა გიშლით ხელს სიყვარულის პოვნაში? » www.idealuri.ge
ქალი და მამაკაცი

რა გიშლით ხელს სიყვარულის პოვნაში?

გააზიარეთ:

 

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მარტივი საქმე არ არის. ხშირად ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ურთიერთობა არ გამოდის. შეკითხვა, რა იწვევს ამას, უმრავლეს შემთხვევაში უპასუხოდ რჩება.

 

აზრობრივი შეუთავსებლობა არის ის ძირითადი მიზეზი, რაც სიყვარულის პოვნაში ხელს გიშლით. მაგალითად, გამხდარი ქალი თვლის, რომ მას ზედმეტი წონა აქვს. ამას იმდენად მტკივნეულად აღიქვამს, რომ საკუთარ თავს პატივს ვეღარ სცემს. თუ საკუთარი თავი არ გიყვართ, რატომ უნდა ელოდებოდეთ სხვისგან სიყვარულს?

 

ზედმეტი გაზვიადება პრობლემის მეორე ნაწილია. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ თუ რაღაც ერთხელ არ გამოვიდა, არასდროს არ გამოვა. მაგალითად პირველი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც მოგწონთ არ იყო ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ, იწყებთ ფიქრს, რომ ეს ურთიერთობა არ შედგება.

 

დასკვნების წინასწარ გამოტანა – ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ძალიან ხშირია ეს პრობლემა. ზოგჯერ ერთ მხარეს საკუთარი შეხედულება დაფიქსირებულიც არ აქვს, რომ მეორე მხარეს გამოაქვს დასკვნა, რომელიც შესაძლოა სრულებით არ იყოს შესაბამისობაში სიმართლესთან, მაგრამ მან საკუთარი თავი უკვე დაარწმუნა და შეცვალა დამოკიდებულება.

 

დრამატიზმი – ასეთი ადამიანები ზედმეტად ემოციურები არიან და ყველა სიტუაციის დრამატიზებას ახდენენ. ხშირად ეს თავად მოსწონთ და ამიტომაც იქცევიან ასე, თუმცა მეორე მხარისთვის ეს ძირითად შემთხვევაში მიუღებელია.

 

პერსონალიზება – ეს თვისება ნებისმიერ ურთიერთობაში გახლავთ ხელისშემშლელი ფაქტორი. მაგალითად, მამაკაცი ურეკავს ქალს, მას კი გაღიზიანებული ხმა აქვს. ამ დროს მამაკაცი ფიქრობს, რომ მას არ სურს ესაუბროს და ამიტომაც არის გაღიზიანებული, ეს კი აიძულებს აღარ ეკონტაქტოს. სინამდივლეში შესაძლოა ქალი სრულებით სხვა რამის გამო იყოს გაღიზიანებული და პირიქით, სჭირდებოდეს ვინმესთან საუბარი.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი