დღე-ღამეში, სულ მცირე 8-10 საათი უნდა გეძინოთ, რადგან ბავშვები და მოზარდები ისევე, როგორც ყველა ცოცხალი არსება, მხოლოდ ძილში იზრდებიან.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს პროცესი უპირატესად ღამის პირველ ნახევარში – 20 დან 24 საათამდე მიმდინარეობს. ზრდა ყველაზე აქტიური და ინტენსიური გაზაფხულის თვეებში – მარტიდან მაისამდე – გახლავთ. ამ დროს მოზარდები 2 ჯერ სწრაფად იზრდებიან ვიდრე სექტემბერ ნოემბერში.
* ძილის წინ ნურაფერს წაიკითხავთ და ნუ უყურებთ მძაფრ სიუჟეტიან თუ საშინელებათა ფილმებს. ნუ დაწვებით ლითონის ბადიან საწოლზე, საწოლი მყარი უნდა იყოს, ბალიში – დაბალი 5-7 სმ სიმღლის.
* ნუ მიეჩვევით თამბაქოს. თუ უკვე ეწევით შეეცადეთ მიატოვოთ ეს მავნე გართობა – იმ ბავშვების ზრდა, რომლებიც სიგარეტს ნაადრევად მიეჩვივნენ, თითქმის მესამედით ნელდება.
* თქვენი ყოველდღიური რაციონი უხვად უნდა შეიცავდეს ქორფა ხილს და ბოსტნეულს (1,5კგ მაინც) და ბურღულეულს. პური შავი გერჩივნოთ, კვირაში ორ-სამჯერ უთუოდ შეექეცით მოხრშულ ხორცს, ხოლო ხაჭო, არაჟანი, ნაღები, რძე და სტაფილოს წვენი როგორც არ უნდა გძულდეთ ყოველდღიურად მიირთვით.
* დღეში 10-15 ჯერ ოც-ოცი წამით მოდუნებული სხეულით დაეკიდეთ ტურნიკს (ან რაიმე ისეთს რაც მის მაგივრობას გაგიწევთ). მერე და მერე კი ფეხებზე ჰანტელები მიიმაგრეთ. ასეთი ვარჯიშის შემდეგ კი უმალვე დაწექით.
* დროდადრო შტანგაზე დადექით, ქუჩაში სეირნობისას, შეეცადეთ, ხის ტოტებს მისწვდეთ, კალათბურთის მოედანზე – კალათს ან ჰაერში აფრენილ ბურთს, სახლში კი ჭერს.
* იხტუნეთ ხშირად, დღეში 2-3 ჯერ მაინც ახტით.
* იცურეთ ბრასისი სტილით – ის სხეულს აგრძელებს.
* არასოდეს დაწვეთ მშიერი ან ნახევრად მშიერი, რადგან ძილში მოზრდილები მხოლოდ ისვენებენ, მოზარდები კი როგორც გითხარით იზრდებიან. ხოლო მზარდ ორგანიზმს ბუნებრივუა საკვები სჭირდება.
* გაღვიძებისას და ძილის წინ ჩაიტარეთ ავტოტრენინგი.
და ბოლოს: თუ თანატოლებმა სიმაღლით გაგისწრეს არამც და არამც არ დაღონდეთ – დადასტურებულია, რომ ადამიანი 24-25 წლამედე იზრდება.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0