დიდგულა (ანწლი) » www.idealuri.ge
ფლორა და ფაუნა

დიდგულა (ანწლი)

გააზიარეთ:

მინდა, ერთი სასარგებლო რეცეპტი გასწავლოთ. დიდგულა (ანწლი) არის მცენარე, რომელიც მე
არა მარტო საუკეთესო წამლად, არამედ დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებადაც
მიმაჩნია. მაგრამ არ აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ მედიცინაში. მე შავ დიდგულაზე გესაუბრებით. წავიკითხე, რომ მას
ჰქონია გაციების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი,
ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. სამკურნალოდ ვარგისია დიდგულას თითქმის ყველა ნაწილი
- ყვავილით დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული. ყვავილების ნაყენს მე ხშირად ვიყენებ
გრიპისა და გაციების დროს.
მას ასე ვამზადებ:
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ვახურავ
თავზე და ვდგამ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთს ვაჩერებ ოთახის
ტემპერატურაზე და ვფილტრავ. უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში
2-3-ჯერ.
ცივი ნაყენი შეგიძლიათ ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებითი თვალები, მერწმუნეთ,
ყოველგვარი სიწითლე გაქრება. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა
მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • კავეაპლუსზე ახალი სერიალი და სრული ვარსკვლავთცვენა იწყება! The post უხილავი თამაში – თრეილერი appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Serge Gnabry & Aleks Pavlovic duel in the Passing Challenge – the whole video now on our channel! #shorts The post Serge 🆚 Aleks in our passing challenge 👀 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი