პარადოქსები, რომლებიც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება » www.idealuri.ge
ფსიქოლოგია

პარადოქსები, რომლებიც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება

გააზიარეთ:

 

  • ნაკლები ილაპარაკე, რათა თქვა მეტი

რაც მეტს ვლაპარაკობთ, მეტად კარგავენ ჩვენი სიტყვები მნიშვნელობას. სხვებს თუ საუბრის საშუალებას მივცემთ და მოვუსმენთ, ჩვენი აზრი ბევრად საჭირო გახდება.
ადამიანებს იმის მოსმენა უფრო სიამოვნებთ, რასაც თვითონ ამბობენ. რთულია, ზუსტად გაიგო სხვა ადამიანების ხედვა, თუ ის ჩვენსას ეწინააღმდეგება, მათთვის უმნიშვნელო ხდება ჩვენი სიტყვები.
სხვებისთვის არაფრის დამტკიცება არაა საჭირო, ყველაზე ნაკლები სათქმელი მას აქვს ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს.

  • რაც უფრო ცდილობ ვინმესთან სიახლოვე შეინარჩუნო, მით უფრო უბიძგებ მათ წასვლისკენ

არავის უყვარს სავალდებულო რაღაცების კეთება.
ნორმალურია, როცა გინდა ის ადამიანი ახლოს გყავდეს, რომელიც შენთვის განსაკუთრებულია. თუმცა, მისთვის ეს ქმნის შეგრძნებას, რომ შენ ის გჭირდება და ვალდებულია შენს გვერდით იყოს.
როცა რაღაც სავალდებულო ხდება, მნიშვნელობას კარგავს. ადამიანებს შენთან ერთად ყოფნა იმიტო უნდათ, რომ შენთან დროის გატარება მათთვის სასიამოვნოა. და არა ვალდებულების გამო.
საზღვრები, ნებისმიერი სახის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია. პატივი უნდა ვცეთ ყველას დროს და სურვილებს, იმის ნაცვლად რომ ვაიძულოთ ჩვენთან ერთად გაატაროს დრო.
ეს ბევრად უკეთ მუშაობს.

  • თუ რაიმე გაშინებს, ესეიგი უნდა გააკეთო ის

როცა გადალახავ, მოვა ახალი შეგრძნებები.
მცირე რამემაც კი შეიძლება დიდი გამარჯვება გვაგრძნობინოს, ის რაც გვაშინებს, გამოწვევაა. გამოწვევაა, რომელიც უნდა მივიღოთ და დავამარცხოთ. რის შედეგადაც, ვნახავთ იმას რაც გვინდოდა, ვიგრძნობთ იმას, რაც ვაკლდა.

  • რაც უფრო მარტივი მისაღებია, მით უფრო ნაკლებად გვინდა

ადამიანებს ძლიერი უკმარისობის განცდა გაგვაჩნია.
ის უფრო ღირებული გვგონია, რისი დეფიციტიცაა. თუმცა ხშირად ეს ასე არაა.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი რაც რთულად მისაღები ჩანს, შეუძლებელი არაა. შეიძლება მარტივად მივიღოთ ის, თუმცა არ გვჭირდებოდეს.
მნიშვნელოვანია, ჩვენს ცხვირწინ არსებული რაღაცები დავინახოთ, რისი მიღების მოტივაციაც არ გვაქვს, რადგან მარტივად ხელმისაწვდომია. სწორედ ასეთი რამეები ხდიან ცხოვრებას უკეთესს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი