ანგელ პანტოია – სურდა, თავის დაკრძალვაზე ფეხზე მდგარიყო. დამკრძალავმა ბიურომ სპეციალური ბალზამი გამოიყენა, რათა 24 წლის ბიჭის გვამი ვერტიკალურ მდგომარეობაში შენარჩუნებულიყო სამი დღის განმავლობაში. ის ხიდის ქვეშ იპოვეს გარდაცვლილი და სამი დღის შემდეგ დაკრძალეს. უკანასკნელი სურვილის შესრულებაზეც მისი ოჯახი თანახმა იყო. ლეონა ჰელმსლი – ქონება ძაღლს დაუტოვა. ჰელმსლი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ანდერძი საჯაროდ გახსნეს. მასში გარკვევით ეწერა, რომ 12 მილიონ დოლარს უტოვებდა თავის საყვარელ ძაღლს. ხოლო როცა ძაღლი დაასრულებს სიცოცხლეს, 1.4 მილიონ დოლარად შეფასებულ მავზოლეუმში დაკრძალავენ. დარჩენილი თანხიდან ძმას დაუტოვა 10 მილიონი, ორ შვილიშვილს 5 მილიონი, დანარჩენები კი უფულოდ დატოვა და მიუთითა, რომ “ამის მიზეზი მათაც იციან”.
სამუელ ბრეტი – თანხა ცოლს უცნაური პირობით. სამუელს სიცოცხლის განმავლობაში ძალიან უყვარდა სიგარის მოწევა, თუმცა მისი ცოლი ყოველთვის უშლიდა. 1960 წელს ის გარდაიცვალა და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა: დაუტოვა მემკვიდრეობით 330,000 სტერლინგი, მაგრამ იმ პირობით მიიღებდა მას, თუკი დღეში 5 სიგარას მოწევდა.
ჯაილა კუპერი – დაქორწინდა სიკვდილის წინ. უამრავი პატარა გოგონა ოცნებობს გათხოვებაზე, საქორწინო კაბაში გამოწყობაზე და ცხადია, სასურველ პარტნიორზე. თუმცა 9 წლის ჯაილას დრო აღარ ჰქონდა, რომ ეცადა, როდის მოვიდოდა ამის პერიოდი. მას ბოლო ორი წლის განმავლობაში აწუხებდა ლეიკემია და რამდენიმე კვირაღა ჰქონდა დარჩენილი. ჯაილამ გადაწყვიტა, ოცნება აეხდინა და თავის მეგობარზე, ჯოს გრიგსზე დაქორწინებულიყო. T M Zink – დააფინანსა უქალო ბიბლიოთეკა. ადვოკატს აიოვას შტატიდან, რომელიც 1930 წელს გარდაიცვალა, ისეთი უცნაური ზიზღი ჰქონდა ქალების მიმართ, რომ მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს ერთი ახირებული სურვილისთვის – აეშენებინა ბიბლიოთეკა, სადაც მარტო კაცები იმუშავებდნენ და არც მის მართვაში ჩაერეოდნენ მდედრები. შესასვლელში უნდა ჰქონოდა წარწერა – “ქალების შემოსვლა აკრძალულია”. ამისთვის ზინკმა $35 000 მოაგროვა. მაგრამ მისმა ქალიშვილმა, რომელსაც სულ რაღაც $5 ერგო, გააპროტესტა და გაიმარჯვა კიდეც.
ჰაინრიხ ჰაინე – ქონება ცოლს იმ პირობით, თუკი გათხოვდებოდა. 1841 წელს გერმანელი პოეტი დაქორწინდა ევგენი მირატზე (მატილდაზე) – გაუნათლებელ, უკულტურო და ქედმაღალ მოსამსახურეზე პარიზული ფეხსაცმლის მაღაზიიდან. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა ანდერძი, სადაც მთლიანი ქონება მას დაუტოვა, ოღონდ იმ პირობით, თუკი ხელახლა დაქორწინდებოდა. რატომ? “რადგანაც ამ შემთხვევაში ერთი კაცი მაინც იქნება დედამიწაზე, ვისაც ჩემი სიკვდილი დაენანება.”
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
