ბევრი ადამიანი ლაპარაკობს იმაზე , რომ მას არ აქვს კარგი მახსოვრობა, ეს ასე არ არის. უმეტეს შემთხვევაში ის ყველას სხვადასხვანაირად უმუშავებს, ასე რომ ყველა ფლობს კარგ მახსოვრობას და ეს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო ნათქვამი.
იმისათვის რომ მახსოვრობა გავაუმჯობესოთ მას სჭირდება ვარჯიში, რა ხერხები არსებობს ამისთვის? რა თქმა უნდა ხერხი ბევრია და ამავდროულად ძალიან ბევრი ჩვენთაგანი ამას ყოველდღიურობაში ვაკეთებთ, ისე რომ ვერც კი ვხვდებით.
სინამდვილეში კი ჩვენი მახსოვრობის მარაგი ამოუწურავია, უბრალოდ მას ყოველთვის სწორად არ ვიყენებთ. ხერხი რომელიც სკოლებში გამოიყენებე, ‘’ზეპირობა’’ არცთუ ისე კარგი ხერხია რამის დასამახსოვრებლად და მითუმეტეს გონების გავარჯიშებისთვის
როგორ დავიმახსოვროთ რაიმე კონკრეტული სწრაფად?
მაშ ასე, თუ რაიმე კონკრეტულის დამახსოვრება გინდათ უბრალოდ მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1) კონცენტრაცია გაუკეთეთ თქვენს ყურადღებას – თუ გინდათ რაიმე კონკრეტულის დამახსოვრება, მაშინ გამოყავით მხოლოდ 1 წუთი და მთლიანად მოანდომეთ ამ საგანზე ან ნივთზე ფიქრს, ისე რომ ყურადღება არაფერზე გაგეფანტოთ
2) შექმენით ასოციაცია – დაუკავშირეთ ერთი ნივთი სხვადასხვა რამეს, ეს შეიძლება იყოს კორპუსი, რიცხვი, წიგნი, ნებისმიერი რამე რაც მასთან შეიძლება ახლოს იყოს
3) გამეორება – ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი თქვენს მიერ შექმნილ ასოციაციას და გონებაში რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ
ეს სამი ნაბიჯი დაგეხმარებათ დაიმახსოვორთ ნებისმიერი , რამ ისე რომ არ მოგიწიოთ რაიმეს დაზეპირება
როგორ გავაუმჯობესოთ მახსოვრობა?
თუ გინდათ გააუმჯობესოთ თქვენი მახსოვრობა, როგორც მანამდე ავღნიშნე მას ვარჯიში უნდა. აი რამოდენიმე სავარჯიშო:
პირველი სავარჯიშო – ასოციაცია
ამ სავარჯიშოსთვის დაგჭირდებათ დამხმარე, სთხოვეთ მას ჩუმად და ნელა გითხრათ სიტყვების წყვილები, შეეცადეთ დაიმახსოვროთ ისინი, შემდეგ კი სთხოვეთ გითხრათ მხოლოდ პირველი სიტყვა წყვილებიდან, ისევ ნელა და ჩუმად, მეორე სიტყვა კი უკვე თქვენ უნდა დაასახელოთ
მაგალითისთვის: ყვირილი–ქათამი , პეპელა–ნაძვის ხე, მელანი–ოთახი. (არ არის აუცილებელი ეს სიტყვები კავშირში იყოს ერთმანეთთან,ასე სავარჯიშო გაუფასურდება)
მეორე სავარჯიშო–წარმოდგენა
შეეცადეთ დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ თქვენი თავი ბუნებაში ან უბრალოდ კალათბურთის მატჩზე. დაიწყეთ სიტუაციის აღწერა 5 წინადადებით. მაგალითად : 1) გამყიდველი პოპ–კორნს ყიდის 2) კალათბურთელები გახურებას იწყებენ… ჩამოაყალიბეთ ასეთი 5 წინადადება , შემდეგ კი აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ისინი ოღონდ არა თანმიმდევრობით, არამედ 5 დან ქვემოთ.
მესამე სავარჯიშო – სმენა
აქ კვლავ ვინმეს დახმარება დაგჭირდებათ, სთხოვეთ მას გითხრათ სიტყვები თანმიმდევრობით, მაგალითად : დღე, კომპიუტერი, კალამი, მანქანა და ა.შ თქვენ კი შეეცადეთ წამროთქვათ იგივე სიტყვები თანმიმდევრობით
თუ ახლოს არავინ არ არის შეგიძლიათ გადაშალოთ წიგნი და წაიკითხოთ ყველა აბზაცის პირველი სიტყვა
მეოთხე სავარჯიშო – საყიდლები
ეს ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ყველაზე პრაქტიკული სავარჯიშოა. ჩამოწერეთ პროდუქტები რაც საყიდელი გაქვთ, დამიახსოვრეთ ისინი, რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ გონებაში, დაუკავშირეთ ისინი ერთმანეთს შემდეგ კი წადიდ საყიდლებზე, ისე რომ ჩამონათვალი სახლში დატოვოთ.
მეხუთე სავარჯიშო – ინტერნეტის დახმარება
დაიმახსოვრეთ იმ ბლოგის სახელი სადაც ამ პოსტს კითხულობთ და არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ მას მინიმუმ კვირაში 2–ჯერ.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
