როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოჯახში ვინმე ავად არის – ილია II-ის დარიგება » www.idealuri.ge
რელიგია და ფილოსოფია

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოჯახში ვინმე ავად არის – ილია II-ის დარიგება

გააზიარეთ:

 

ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება.

ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება–გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის 
გადარჩენაზე ფიქრს იწყებს.

როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისათვის ექიმსაც უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ. ავადმყოფმა 
აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა.

კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება. უდიდესი ძალა აქვს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით დავითნის წაკითხვას.
ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რადგან მოძღვარი შინ მიგყავთ, ამიტომ აუცილებლად რაღაც თანხა უნდა გაიღოთ. მე ვაძლევ ჩვენს მოძღვრებს ლოცვა–კურთხევას,
რომელთაც თვითონაც კარგად იციან, რომ ავადმყოფის ოჯახს ისედაც ბევრთ რამე უჭირს, გასამრჯელოს გარეშე წამოგყვნენ ავადმყოფებთან და აზიარონ ისინი.

ღმერთმა დალოცოს ამ სტატიის გამზიარებელი და ჯანმრთელობა არ მოუშალოს მას!

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 1985

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი