ავსტრალიერმა ფსიქოლოგმა კარენ ფილიპმა იმ საკითხების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანმა მის პარტნიორზე უნდა იცოდეს, მანამ სანამ მასთან ერთად ოჯახს შექმნის. ფსიქოლოგებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი აღმოჩნდა განქორწინებები, სტატისტიკის თანახმად წლიდან, წლამდე მსოფლიოს მასშტაბით წყვილების გაყრის მაჩვენებელი იზრდება. სპეციალისტებმა განქორწინებულ წყვილებში გამოკითხვა ჩაატარეს და ოჯახის ნგრევის მთავარი მიზეზები დაასახელეს. ფსიქოლოგმა სწორედ ამ მიზეზებზე დაყრდნობით შეადგინა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც დაქორწინებამდე პარტნიორს აუცილებლად უნდა ჰკითხო.
ძალიან მნიშვნელოვანია მას წინასწარ ესაუბროთ ბავშვის შესახებ და ჰკითხოთ როგორ ესახება მისი აღზრდა. გამოკვლევის თანახმად აღმოჩნდა რომ ბევრი წყვილის განქორწინების მიზეზი სწორედ ის ხდება, რომ ქალსა და მამაკაცს სხვადასხვაგვარად ესმით შვილის აღზრდა. პრობლემა ხშირად თავს იჩენს ხოლმე მაშინ, როდესაც წყვილიდან ერთს სურს შვილი მეორე კი ამისგან თავის შეკავებას ამჯობინებს, ამას წყვილი ყოველთვის კონფლიქტამდე მიჰყავს.
აუცილებელია დაქორწინებამდე თქვენს მომავალ მეუღლესთან ხშირად გქონდეთ ინტიმური საუბრები და იყოთ მასთან გახსნილი. ეს ხელს შეუწყობს იმას რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ დნობის მაჩვენებელი გაეზრდება.
„თუკი წყვილს სექსის შემდეგ ლოგინში პრობლემებზე გულახდილად საუბარი შეუძლიათ, მათ თავისუფლად შეუძლიათ იფიქრონ ოჯახის შექმნაზე“- წერს „Daily Mail „ კარენ ფილიპზე დაყრდნობით. ექსპერტი მიიჩნევს რომ თანამედროვე ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, წყვილებმა ერთმანეთის სოციალური ქსელების პაროლები გაცვალონ, რადგან ეს მნიშვნელოვანი დადასტურებაა რომ წყვილი ერთმანეთს ენდობა. იმ შემთხვევაში თუ უკვე დაქორწინებული ხართ არ დაგავიწყდეთ ერთმანეთს ხშირად უთხრათ „მე შენ მიყვარხარ“.
„მე უკვე 15 წელია დაქორწინებული ვარ და ყოველ ღამით ძილის წინ ჩემს ქმარს ვეუბნები რომ მიყვარს. ბევრ წყვილს ამის თქმა წლობით თანაცხოვრების შემდეგ ავიწყდება, არადა სწორედ ეს ფრაზა გვეხმარება ადამიანებს, რომ ოჯახს გავუფრთხილდეთ“- აცხადებს ფსიქოლოგი.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0