აი, რატომ ღირს შავი ხიზილალა წითელზე ოცჯერ უფრო ძვირი » www.idealuri.ge
ფლორა და ფაუნა

აი, რატომ ღირს შავი ხიზილალა წითელზე ოცჯერ უფრო ძვირი

გააზიარეთ:

 

იშვიათობაა, ვინმე შავი ხიზილალის მირთმევის უფლებას აძლევდეს საკუთარ თავს, რადგან დღეს მისი ერთი გრამის ფასი, პირდაპირი მნიშვნელობით, ოქროს ფასს უტოლდება. ჩვენ გადავწყვიტეთ იმის გარკვევა, თუ რატომ ღირს ეს “შავი ოქრო”, წითელ ხიზილალასთან შედარებით,  10-20ჯერ უფრო ძვირი. ასევე, გაიგებთ, შეძლებთ თუ არა გამდიდრებას ზუთხის ფერმის მოშენებით.

რა უნდა ვიცოდეთ შავი ხიზილალას შესახებ? 

ამ პროდუქტს მოიპოვებენ ვარსკვლავისებრი ან ბელუგა-ზუთხისგან. ყველაზე ძვირადღირებულია ბელუგას ხიზილალა, შემდეგ კი – ვარკვლავისებრი ზუთხისა. ხშირად, ამ ხიზილალას აყალბებენ და ყიდიან ქარიყლაპიას ან ილთევზას შეღებილ ხიზილალას. ბაზარზე შეხვდებით იაფფასიან, ჟელატინის ფალსიფიკატს კარაქის მსუბუქი გემოთი.

“რუსული ხიზილალა”(ასე უწოდებენ მას უცხოელები) მდიდარია D, C, B ვიტამინებით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და მაგნიუმით, ომეგა-3 ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ის, ვინც ამ კერძს მიირთმევს, ინარჩუნებს სახის დაჭიმულ ოვალსა და ხშირ თმას.

როგორ მოიპოვებენ შავ ხიზილალას და რატომ შემცირდა მისი წარმოება ძველად, ზუთხი, ძირითადად, კასპიის ზღვაში ჰყავდათ მოშენებული. მას ამოუწურავ რესურსად მიიჩნევდნენ – არეალი ხიზილალას მსოფლიო მარაგის 90%-ს შეადგენდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რესპუბლიკებმა დაიწყეს ამ ძვირფასი თევზის დაჭერა. ბრაკონიერობის აყვავების გამო, ბაზარი აივსო არალეგალური და, როგორც წესი, უხარისხო ხიზილალით. იგი იმდენად ბევრი იყო, რომ სამომავლო დეფიციტზე არავის უფიქრია. საინტერესო ფაქტი: ზუთხის ყველაზე მასშტაბური ჭერა დაფიქსირდა 80-იანი წლების ბოლოს, როცა 2000 ტონა ხიზილალა აწარმოეს. მაშინ ერთი ქილა მხოლოდ 80 კაპიკი ღირდა. 

გასაკვირი არაა, რომ თევზის მარაგი ამოიწურა. 2007 წლის მორატორიუმის შემოღების შემდეგ, ბაზრიდან გაქრა ლეგალური ხიზილალა. თუმცა, ახლა იგი თანდათან ჩნდება მაღაზიებში, თუმცა, ძალიან ძვირი ღირს – 1000-2000 ლარი 1 კგ! ეს იმიტომ, რომ დელიკატესს ხელოვნურ პირობებში ამზადებენ.

თუ შავი ხიზილალა ასეთი ძვირი ღირს, რატომ არ უნდა მოვაშენოთ ზუთხი? იდეა შესანიშნავად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს ასეთი მარტივი როდია. ველურ ბუნებაში ზუთხი 10-15 წლის ასაკში იღებს ქვირითს, ხელოვნურში – 8 წლის ასაკში. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი მოგიწევთ სარგებლის ცდა. ამასთან, თევზი გამდინარე წყალში უნდა მოაშენოთ და კვებოთ ძვირადღირებული, იმპორტული კომბისაკვებით, რათა სწრაფად მიიღოს საჭირო წონა. 

საბოლოო პროდუქტის ფასზე თევზის ასაკიც მოქმედებს. ზუთხი 80 წლამდე ცხოვრობს, თუმცა, მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ რამდენჯერმე დებს ქვირითს. ამით განსხვავდება იგი ქაშაყისგან – იგი უფრო სწრაფად იზრდება, ცოტა ხანს ცხოვრობს და მისი ხიზილალის ფასი შედარებით დაბალია – 70 ლარამდე 1 კგ.

ყველაზე ძვირადღირებული შავი ხიზილალა მსოფლიოში

პარადოქსულია, თუმცა, ყველაზე ძვირადღირებული შავი ხიზილალა შავი სულაც არაა. იგი ბელუგა-ალბინოსის პროდუქტია და ფერით ნაზი ოქროსფერია. დელიკატესს 100-გრამიან ოქროს ქილებში აფასოებენ და დაახლოებით 2000 დოლარად ყიდიან. თქვენ როგორ ფიქრობთ, სამართლიანია ასეთი ფასი შავი ხიზილალასთვის? ოდესმე გაგისინჯავთ იგი სსრკ-ს დროს ან ახლა? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • MESH – ჰიპჰოპ არტისტი და გამოგონილი პერსონაჟია @Caveaplus -ის ქართული სერიალიდან “უხილავი თამაში”. რეალობაში MESH-ი გივიკო ბარათაშვილის ალტერ ეგოდ მოგვევლინა. პირველი ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Man Behind IPL Logo? #IPL #Logo #ABDeVilliers #MSDhoni #Cricket #Shorts The post Man Behind IPL Logo? appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი