როგორ შევარჩიოთ სუნამო? » www.idealuri.ge
ქალებისათვის

როგორ შევარჩიოთ სუნამო?

გააზიარეთ:

 

სუნამო ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია ადამიანის მიმზიდველობისა. სწორად შერჩეული სუნი კი არაჩვეულებრივ ეფექტს ახდენს. სისუფთავე და არაჩვეულებრივი სურნელი, გულგრილს არავის ტოვებს.

,, გავა დრო და დაგავიწყდებათ რა ეცვა ქალს, მაგრამ მისი სურნელი დიდხანს გემახსოვრებათ”- ეს კრისტიან დიორის სიტყვებია.

სუნამო- მომხიბვლელი, ნაზი, ეგზოტიკური, სასიამოვნო, საინტერესო, იდუმალი, ძლიერი… მას აქვს იდუმალი ნოტები და ჰარმონია, როცა ისწავლით სუნამოს არომატის გაგებას, მიიღებთ არაჩვეულებრივ სიამოვნებას.

იცით სწორად როგორ უნდა გასინჯოთ სუნამოს არომატი ?

დასაწყისისთვის აუცილებლად დააწვეთეთ, რამდენიმე წვეთი ქაღალდზე, დაიცადეთ ცოტახანს (2-3 წამი) გააქანეთ ქარალდი ჰაერში და შეისუნთქეთ არაჩვეულებრივი არომატი. ყველაზე ხშირად მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სუნამოს იპკურებენ მაჯაზე და შემდეგ სინჯავენ არომატს. ეს კი არასწორი საქციელია, რადგან ამ მეთოდით ღებულობენ დამახინჯებულ სუნს.
როდესაც თქვენთვის ღებულობთ სუნამოს, უპირატესობა მიანიჭეთ მას, რომელიც ერგება თქვენს ხასიათს და ტემპერამენტს.

არსებობს ინდივიდუალური მგრძნობელობა ზოგიერთი სუნის მიმართ. თუ სუნი იწვევს გულისრევის შეგრძნებას ეს არც ისე საშიშია, მაგრამ არსებობს ისეთი არომატები, რომლებიც იწვევს ალერგიულ რეაქციას, კანის გაღიზიანებას ან ასთმის პროვოცირებას. ასეთ შემთხვევაში ესეთი არომატი უნდა გამორიცხოთ.

ორგანიზმს აქვს ადაპტირების უნარი სუნის მიმართ და თუ თქვენ ყოველდღე ერთ სუნამოს ხმარობთ, უკვე ვეღარ იგრძნობთ მის არომატს. ამიტომ უნდა გქონდეთ სხვადასხვა სუნამოები, რომ შეუნაცვლოთ, რომელ სუნამოსაც არ ხმარობთ ის მაცივარში უნდა შეინახოთ.

აუცილებელია იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ სუნამო.

არასოდეს არ დაისხათ ჭამის დროს. ამ მომენტში თქვენც გაგიფუჭდებათ მადა და სხვებსაც. ამ დროს კერძების სუნია და ყვავილის სურნელის მქონე სუნამო არევს მას. თქვენ შეგიძლიათ დაიფაროთ ყურები, როცა რამის მოსმენა არ გსურთ, მაგრამ სუნს ვერ დაფარავთ.

სუნამოს დასხმა რეკომენდირებულია:

1. წვეთები ყურის ძირში და დეკოლტეზე.

2. შეიძლება ცოტაოდენი თმებზე, როცა თმა მოძრაობს სურნელი იფანტება ირგვლივ.

3. უფრო დელიკატური არომატისთვის იპკურეთ პულსზე, მაჯებზე, კისერზე, მუხლსქვემოთ…

ზაფხულში- გამოიყენეთ მსუბუქი სურნელი, ყვავილების და სიმწვანის.

ზამთარში- უფრო სუღრმისეული და ძლიერი სუნამო.

უნდა გახსოვდეთ

სუნამოს ტიპები გამოიყენება საკმაოდ განსხვავებულად, ზეთოვანი კანს აღიქვავს უფრო სწრაფად ვიდრე მშრალი.

არ შეიძლება სუნამოს დიდხანს შენახვა, მაგრამ თუ მაინც გიწევთ. შეინახეთ მაცივარში, შორს მზისგან და სიცხისგან.

სწორად გამოყენებული სუნამო საუკეთესო შთაბეჭდილებებს ახდენს და თქვენც იდეალურს გხდით.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი