ჭამა ჩემი სისუსტეა, თუმცა სულაც არ ვარ მსუქანი, - ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ორგანიზმი
ზედმეტ კალორიებს ადვილად წვავს, - მაგრამ ბოლო ხანს ჩემმა ამ მავნე გატაცებამ უსიამოვნო
შედეგი გამოიღო: დამეწყო გულძმარვა, რომელიც თითქოს ასატანი იყო, მაგრამ მაინც გამოვყავდი
მწყობრიდან. თავიდან რეკლამირებულ წამლებს მივეტანე. ვიფიქრე, რაკი ასეთ რეკლამას
უკეთებენ, ალბათ მართლა შველის-მეთქი, მაგრამ გულძმარვაზე მეტად საფულე შემიმსუბუქა.
ვსვი რძე, პიტნის ნახარში, მაგრამ უშედეგოდ.
მერე ბორჯომს მივეტანე, დღეში ერთ ბოთლს მაინც ვცლიდი. შვება ვიგრძენი, მაგრამ ბოლომდე არც ამან მიშველა. არ მოვეშვი და ძიება განვაგრძე. ათასი რამ ვსინჯე და რამდენიმე თვეში ვიპოვე
კიდეც უებარი წამალი. მინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ - დაწმუნებული ვარ, ეს რეცეპტი
სხვებსაც უშველის. დაგჭირდებათ:
2 ჩ/კ კრაზანა
2 ჩ/კ მრავალძარღვა
1/2 ჩ/კ გვირილა
მომზადების და მიღების წესი:
ერთმანეთში აურიეთ კრაზანა, მრავალძარღვას ფოთოლი და გვირილა. 1 ჩაის კოვზ ნარევს
დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ
თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
გარდა ამისა, გულძმარვა რომ მეწყება, როგორც არ უნდა მინდოდეს დაწოლა, ვცდილობ
ვერტიკალურ მდგომარეობაში დავრჩე - იმ მჟავე სითხეს, რომელიც კუჭს მტკენს, მაღა ამოსვლის
საშუალებას არ ვაძლევ და საყლაპავის წვას გადავურჩები ხოლმე.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0