ტუნგურაუა -
კეჩუას ენიდან ითარგმნება,როგორც – “ცეცხლოვანი ყელი”.იგი წარმოადგენს მოქმედ
სტრატოვულკანს ეკვადორის ანდებში (რეალის კორდილიერები),სამგაის ეროვნული პარკის
ტერიტორიაზე. იმ პროვინციას სადაც აღნიშნული ვულკანი
მდებარეობს,ასევე ტუნგურაუა ჰქვია.ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 5 023
მეტრია.პირველი ასვლა
ვულკანზე,დაფიქსირებულ იქნა 1873 წელს და იგი განახორციელეს ცნობილმა გერმანელმა
გეოლოგებმა – ალფონს შტიუბელმა და ვილჰელმ რეისმა. ვულკანის
განსაკუთრებული აქტივობა სათავეს 1999 წლიდან იღებს.სწორედ ამ პერიოდში იქნა
ევაკუირებული მის სიახლოვეს მდებარე ქალაქი ბანიოსი.ყველაზე დიდი ამოფრქვევები კი
დაფიქსირებულ იქნა 2006 წლის 16 აგვისტოსა და 2008 წლის 6 თებერვალს,რა დროსაც
ეკვადორის ცენტრალური ნაწილის რეგიონის დასახლებები ვულკანური მტვერით იქნა დაფარული.ამის შემდგომ ვულკანი მცირეოდენი ხნით აღარ გააქტიურებულა,თუმცა 2012 წლის
17 დეკემბერს კვლავ ამოიფრქვა,რა დროსაც ეკვადორის მთავრობამ სასწრაფოდ გამოაცხადა
მეორე ხარისხის (ვარდისფერი) განგაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ვულკანის ახლოს
განთავსებული ქალაქებისა,თუ სოფლების მაცხოვრებლები მუდმივ მზადყოფნაში არიან
აღნიშნული რეგიონის დასატოვებლად.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0