4 ფრაზა, რომელიც სამსახურში არ უნდა თქვა » www.idealuri.ge
რჩევები

4 ფრაზა, რომელიც სამსახურში არ უნდა თქვა

გააზიარეთ:

 

დაუკვირვებლად ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი შეიძლება თავდაყირა დააყენოს ჩვენი გეგმები, მიღწევები და ყოველდღიურობა. განსაკუთრებული დაფიქრება კი იმ გარემოში გვმართებს, სადაც მეტ-ნაკლებად ჩვენი კეთილდღეობა და მომავალი წყდება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სამსახურია.

ხშირად გვესმის ნაცნობ-მეგობრების წუწუნი, რომ არ ანდეს საქმე, რაც კარგად იცის, მის ნაცვლად სხვა აირჩიეს. მიზეზი კი უმეტესად ერთია, თავდაჯერება აკლდა.

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება შეგიძლია წაიკითხო აქ.

რა არ უნდა ვთქვათ სამსახურში, რომ ჩვენს პროფესიონალიზმში ეჭვი შეეპაროთ?

ექსპერტი არა ვარ, მაგრამ…

თუ კითხვას გისვამენ ე.ი. შენი აზრი აინტერესებთ და არ არის ზედმეტი თავმდაბლობა საჭირო. არავინ დაგადანაშაულებს აზრის გამოთქმისთვის. გარდა ამისა, თუ თვლი რომ არაკომპეტენტური ხარ და იყენებ სტყვას “მაგრამ”, უნდობლობა აღარ უნდა გაგიკვირდეს.

ისეთი შეგრძნება მაქვს…

გახსოვდეს, რომ სამსახურში შენი გრძნობების გამო არავის აუყვანიხარ. აქ შენი ცოდნა და გამოცდილება ჭირდებათ და როდესაც აზრს გეკითხებიან, მასზე პასუხი პრაქტიკულ ან თეორიულ ცოდნას უნდა იყოს დაფუძნებული და არა იმაზე, რომ “მარცხენა თვალი გითამაშებს”.

მაპატიეთ, მაგრამ…

ბოდიშის მოხდა არ არის ნაკლი და ის ზოგჯერ ძალიან სწორად გადადგმული ნაბიჯიცაა. თუმცა ქალების დიდ ნაწილს გვახასიათებს ყოველი წინადადების დაწყება ბოდიშის მოხდით, რაც დიდი დისკომფორტია მსმენელისთვის და უნდობლობას აჩენს საქმიან საუბრებში. ბოდიშს იხდი იმისთვის რომ შენი აზრი გაგაჩნია?  ან მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება? “მაპატიეთ, მაგრამ მე შემიძლია ვუხელმძღვანელო ამ პროექტს”.

უბრალოდ…

ხშირად მოგვისმენა და გვითქვამს კიდეც”უბრალოდ ვიფიქრე ამით არაფერი დაშავდებოდა”, “უბრალოდ ასეთ დროს ასე იქცევიან”. ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა. არსებულ პრაქტიკას ვეყრდნობით და ამა თუ იმ ქმედების გამართლებას ვცდილობთ, რაც ხელს უშლის ინდივიდად ჩამოყალიბებას.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • კავეაპლუსზე ახალი სერიალი და სრული ვარსკვლავთცვენა იწყება! The post უხილავი თამაში – თრეილერი appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • Serge Gnabry & Aleks Pavlovic duel in the Passing Challenge – the whole video now on our channel! #shorts The post Serge 🆚 Aleks in our passing challenge 👀 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი