რთ-ერთი ბრძენი,რომელიც მეფესთან
აუდიენციაზე სასახლეში იმყოფებოდა,მიღების პროცედურიდან იმდენად გადაიღალა,რომ
მოსასვენებლად იქვე ოთახში მდგომ დივანზე წამოწვა.ამ დროს უცაბედად ამავე ოთახში მეფე
შემოვიდა,რომელმაც დაინახა რა მდივანზე წამოწოლილი “სტუმარი”,მეტად გაბრაზდა:
- იცი ახლა შენ სად წევხარ?
ბრძენმა მიუგო:
- მე ვისვენებ სასტუმროში,რომელიც მგზავრებისთვის არის განკუთვნილი.
ასეთი პასუხის მოსმენისაგან განრისხებულმა მეფემ შეჰყვირა:
- როგორი ბრძენი ხარ შენ მაშინ,როდესაც არ შეგიძლია ერთმანეთისაგან განასხვავო სასტუმრო
და სამეფო სასახლე?
ბრძენმა სრული სიმშვიდე შეინარჩუნა და მეფეს მრავალმნიშვნელოვნად მიუგო:
- თქენო ბრწყინვალებავ,თქვენამდე ვინ ცხოვრობდა ამ სასახლეში?
მცირეოდენი დუმილის შემდეგ გაბრაზებული მეფისგან ასეთი პასუხი მიიღო:
- უწინ ამ სასახლეში – მამაჩემი,ბაბუაჩემი და მათი წინაპრები ცხოვრობდნენ.ახლა –
მე.შემდგომში კი აქ ჩემი შვილები და მათი მომავალი თაოები იცხოვრებენ.
ბრძენმა რომელმაც კვლავ სრული სიმშვიდე შეინარჩუნა,მეფეს მიუგო:
- აბა რატომ ბრაზობთ იმაზე,რაც გითხარით? თუ კარგად დაუკვირდებით ესეც ისეთივე
სასტუმროა,როგორც ნებისმიერი სხვა სახლი დედამიწაზე,რადგან ამ სამყაროში ვერცერთი
ადამიანი მარადიულად ვერ იცოცხლებს და უნდა იცოდეთ,რომ ყოველი ჩვენთაგანი
დროებითი მგზავრი ვართ ნებისმიერი უბრალო ქოხის თუ სასახლისა,რომელთაც მე სრულიად
სამართლიანად მოვიხსენიებ,როგორც – სასტუმრო.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

17 ნივთი ყოველდღიური ცხოვრებიდან,

ქალებს ქმრებისგან მხოლოდ ეს ერთი რამ

იოჰან კონრად დიპელი – რეალური

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები
