ყველას არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თვეში ერთხელ ცვალოს მანქანის საბურავები, რათა მათ მუდმივად ახლის შესახედაობა ჰქონდეთ. ხშირად, როდესაც ადამიანი მანქანას უყურებს, პირველ რიგში აკვირდება მის დეტალებს: საბურავები კი მანქანის ერთ-ერთი მთავარი დეტალია. ამ პოსტში გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი მანქანის საბურავები მუდმივად ახლებურად ღრუბელის, ქაფის და ერთი ქილა კოკა-კოლის წყალობით.
აგიხსნით ყველაფერს ეტაპების მიხედვით:
1. პირველ რიგში დანამეთ ოთხივე საბურავი (ანუ უბრალოდ წყალი მოასხით მათ) გააჩერეთ დანამულ მდგომარეობაში საბურავები დაახლოებით ორი-სამი წუთი;
2. აიღეთ ვედრო, ჩაასხით წყალი ნახევრამდე და ჩაასხით რაიმე ამაქაფებელი, თუნდაც ჭურჭლის სარეცხი საშუალება;
3. ღრუბელის გამოყენებით საბურავებს ქაფი გარშემო წაუსვით. ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.
4. გააჩერეთ ქაფწასმული საბურავები დაახლოებით 2-3 წუთი და შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ ისინი.
ამ პროცედურების შესრულების შემდეგ თქვენი საბურავები გაიწმინდება. ახლა კი ყველაზე მთავარი.
5. აიღეთ კოკა-კოლა და დაასხით ღრუბელზე. წაუსვით იგი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. გააჩერეთ ასევე 2-3 წუთი.
6. ჩამორეცხეთ კოკა–კოლიანი საბურავები წყლით.
სულ ეს იყო. ახლა თქვენი საბურავები გამოიყურება ახლებურად და რაც მთავარია, კოკა-კოლის გამოყენებით ისინი მბზინვარე ეფექტს დაიბრუნებენ. რა თქმა უნდა კოკა–კოლა არ არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება საბურავები დავიცვათ, არსებობს უამრავი სითხე, მაგრამ მათი შეძენა გაცილებით ძვირი სიამოვნებაა.
კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ ! ! !
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0