საინტერესო:
იცოდით, რომ ადამიანი საშუალოდ 22 წელს ძილში ატარებს ? ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სწორ ძილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მიუხედავად იმისა, რომ 7-8 საათი ძილი სრულიად საკმარისია ადამიანის ორგანიზმისათვის, უმეტესობა მაინც ვერ ახერხებს სათანადოდ გამოძინებას. ამ პოსტში გესაუბრებით არასრულყოფილი ძილის მიზეზებსა და მათი გადაჭრის ხერხებზე, რომლებიც იმედი მაქვს გამოუძინებლობის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
- დაძენებამდე 2-3 საათით ადრე მოერიდეთ საკვების მიღებას. ძილის პერიოდში ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება განტვირთოს კუჭი მუშაობისაგან, რომ შეძლოს მძიმე დღის შემდეგ დასვენება. ამასთანავე მოერიდეთ ყავისა და გაზიანი სასმელების მიღებას. ყველაზე კარგია თბილი რძის ან მცენარეული ჩაის დალევა. სასურველია თუ ნიკოტინისაგანაც შეიკავებთ თავს;
- ძილის წინ კარგია მცირე ფიზიკური დატვირთვა. წახემსების შემდეგ კარგი იქნება თუ ფეხით გაისეირნებთ. სახლში დაბრუნებისას მიიღეთ შხაპი, იგი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას;
- ყველაფერთან ერთად უნდა ვიზრუნოთ გონების განტვირთვაზეც, ნუ დაჯდებით ტელევიზორის საყურებლად ან კომპიუტერთან სამუშაოდ, ამით გონება იღლება, რაც დაძინებაში ხელს ძალიან შეგიშლით. უშუალოდ დაძინებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კარგი იქნებათ თუ მოწყდებით რეალობას. სასიამოვნო მუსიკის ქვეშ წაიკითხავთ წიგნს, ამით განიტვირთებით ემოციებისაგან;
- დაძინებამდე ცოტახნით ადრე, გაანიავეთ საძინებელი ოთახი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა არ იყოს საძინებელში. დიდი მნიშვნელობა აქვს თავად საწოლსაც, ამიტომ გაეცანით ამ თემასთან დაკავშირებულ სტატიასაც – როგორ შევარჩიოთ საწოლი . თუმცა ზოგადად იდეალურად ითვლება მაგარი ლეიბი;
- ბოლოს კი უნდა ვისაუბროთ დაძინების დროზე (თუმცა კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია). მსმენია, რომ ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად “ტოროლა” და “ბუ”, ანუ ზოგის ორგანიზმი ადრე იღვიძებს ზოგის კი გვიან, ამიტომ რთულია მათი შეცვლაო. ამაში არის გარკვეული სიმართლე, თუმცა ზოგადად მიღებულია რომ თორმეტ საათამდე დაძინება უდრის +2 საათით მეტ ძილს (ორგანიზმისათვის), ვიდრე თორმეტის მერე. წაკითხული მაქვს პატრიარქის სიტყვაც, სადაც იგი კურთხევას იძლევა, რომ დავიძინოთ არა უგვიანეს 12 საათისა. დამერწმუნეთ – ადრე დაწოლა და დილით ადრე ადგომა სასარგებლოა, როგორც ორგანიზმისათვის ასევე თქვენი ცხოვრების კარგად წარმართვისათვის. ცხოვრების ასეთი სტილი უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ევროპაში, თუმცა ქართველები მაინც ვერ ვიტანთ შეზღუდვებს და ალბათ სწორედ ამიტომ, არ ვჩქარობთ ცხოვრების ამ სტილის გადმოღებას ევროპელებისაგან.
კომენტარები
ახალი ამბები
სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
კავეაპლუსზე ახალი სერიალი და სრული ვარსკვლავთცვენა იწყება!
The post უხილავი თამაში – თრეილერი appeared first on Mediumi.Ge.
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
The post Who’s gonna be more expensive in IPL 25 #cricket #indiancricketer #podcast #iplauction appeared first on SKYSPORT.GE.
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო
როგორ მოვიმატოთ სიმაღლეში?
11-04-2023, 19:57
ტყუილები, რომლებიც კაცობრიობას დღემდე
24-12-2022, 11:24
ჰირო ონოდა – არანაირი უკან დახევა!
28-08-2022, 23:43
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გასაყიდად
14-05-2022, 01:20
როგორ უნდა გამოიყურებოდეთ 37 წლის
3-09-2022, 20:12