რა არის სპრაიტი? » www.idealuri.ge
ასტრონომია

რა არის სპრაიტი?

გააზიარეთ:

 

 სპრაიტი, ატმოსფეროში ელექტრული განმუხტვების იშვიათი ტიპია. ის ჰგავს ელვას, რომელიც ქვემოდან ზემოთ ვრცელდება და არა ჰორიზონტალურად ან ქვემოთ, როგორც ჩვეულებრივი ელვა.

 სპრაიტები ძნელად შესამჩნევია, თუმცა ისინი ნებისმიერი ჭექაქუხილის დროს ჩნდება 50-დან 130 კილომეტრის სიმაღლეზე(ჩეულებრივი ელვა წარმოიქმნება 16 კილომეტრამდე სიმაღლეზე). ეს მოვლენა პირველად 1989 წელს შემთხვევით დააფიქსირეს. მისი ფიზიკური თვისებების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

 ელექტრული განმუხტვის დროს ელვამ თავის თავს მაღლა შეიძლება წარმოშვას ელექტრული ველი, რომელიც თავის მხრივ, უცნაური ფორმის ნათებას წარმოქმნის, სწორედ ეს არის სპრაიტი.

 ხშირ შემთხვევაში, ისინი წრეზე განლაგებულ ჯგუფებად ჩნდება. ახასიათებთ მოძრაობის უნარი, ცეკვის მაგვარი გადაადგილება. ზოგჯერ ის დამკვირვებელს ამოუცნობი მფრინევი ობიექტი ჰგონია ხოლმე. სპრაიტის ვერტიკალური სიმაღლე 20 კილომეტრი შეიძლება იყოს, ხოლო დიამეტრი 70 კილომეტრამდე.

 ევროპელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭექაქუხილის დროს, დედამიწის ზედაპირიდან 40 კმ. სიმაღლეზე, შესაძლებელია წარმოიქმნას ელემენტარული ნაწილაკების ბუნებრივი ამაჩქარებელი. თუ ჭექაქუხილი დაემთხვა მაღალენერგიული ნაწილაკების ატმოსფეროში შემოჭრას (კოსმოსური სხივები), ბუნება ქმნის პირობებს გიგანტური ბუნებრივი ამაჩქარებლის ფორმირებისათვის ღრუბლების ზემოდან. კოსმოსური სხივები, ელექტრონებს ჰაერის მოლეკულებიდან აძევებს, ეს ელექტრონები კი ამ დროს მომხდარი განმუხტვის შედეგად წარმოქმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებით ჩქარდება. შედეგად, წარმოქმნილი ელექტრონების აჩქარებული კონა ზედა ფენებში მეორად სუსტ ნათებას იწვევს -”სპრაიტს”, რომელსაც კოსმოსიდან ამჩნევდნენ კოსმონავტები (ელვა).

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი