ძალიან აქტუალური გახდა საკითხი – თუ როგორ გადაეჩვივნენ ბავშვები კითხვას და ეს პრობლემა ყოველდღიურად მწვავდება, ამიტომ აუცილებელია უფრო მეტი დრო დავუთმოთ ბავშვთან ამ კუთხით მუშაობას. მოცემულ სტატიაში მოგცემთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ პატარებს კითხვა შეაყვაროთ.
შეაჩვიეთ ბავშვი წიგნს
უკვე 5-6 თვიდან შეუძინეთ ბავშვებს სურათებით გაფორმებული ზღაპრები, აქცენტი გააკეთეთ ფერებზე, მიეცით პატარას უფლება ითამაშოს წიგნით, გადაშალოს ფურცლები. როგორც წესი ამ ასაკის ბავშვებისათვის სპეციალურად მაგარფურცლიანი წიგნები იყიდება.
როდესაც ორი წლის შესრულდება უკვე დაიწყეთ ყოველდღიურად წიგნის წასაკითხად დროის გამოყოფა. შეეცადეთ ემოციურად წაუკითხოთ შვილს ზღაპარი და სთხოვეთ თავადაც გამოხატოს ემოციები. თუმცა, ეს პროცესი არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს, ოპტიმალურია 10-15 წუთი დღეში.
შეიძინეთ წიგნები ერთად: მიეცით ბავშვს უფლება შეეხოს წიგნებს, გადაფურცლოს, გადაათვალიეროს. მოკლედ, მის არჩევანში მკაცრად ნუ ჩაერევით, მხოლოდ რჩევის სახით ჩაერიეთ.
ნუ ეტყვით შვილს მსგავს სიტყვებს – “შენ უკვე დიდი ხარ, თავად წაიკითხე”. დამოუკიდებლად კითხვას შემდეგნაირად უნდა შევაჩვიოთ: წაუკითხეთ 3-4 გვერდი, შემდეგ კი სთხოვეთ მან განაგრძოს კითხვა – ასე ნელ-ნელა მიაჩვევთ ბავშვს დამოუკიდებლად კითხვას.
განიხილეთ წაკითხული წიგნი
როდესაც მოზარდი დამოუკიდებლად გადაწყვეტს წიგნის წაკითხვას, ბოლოს სთხოვეთ გაგიზიაროთ შინარსი, ილაპარაკეთ წიგნის გმირების საქციელზეც, წიგნის მისეულ აღქმაზე ანუ, შეეცადეთ ერთად განიხილოთ წიგნი.
როდესაც პატარა რაღასაც შეგეკითხებათ, პასუხის მოსაძებნათ მიუთითეთ რომელიმე წიგნზე – “აი ეს აქ წერია …” ან თავად წაუკითხეთ “პასუხი”. ამით იგი აღიქვამს წიგნს როგორც ნივთს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე მოაძებნინოს პასუხი.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0