“ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკა” - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ესტონეთისა,რომელიც განთავსებულია ქვეყნის დედაქალაქის ტალინის ცენტრალურ ნაწილში. იგი დაარსებულ იქნა 1918 წლის 21 დეკემბერს ესტონეთის დროებითი ეროვნული ხელისუფლების მიერ. მათ სურდათ ჩამოეყალიბებინათ ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკა,რომელიც წამყვან ადგილს დაიკავებდა საგანმანათლებლო-სამეცნიერო კუთხით ქვეყანაში.თავდაპირველად მასში მხოლოდ 2000 ტომი წიგნი იყო დაცული და მისით სარგებლობა დასაშვები გახლდათ ესტონელი პარლამენტარებისათვის.1919 წლიდან შემუშავებულ იქნა კანონი წიგნების გამომცემლებისათვის,რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საგამომცემლო სახლი ვალდებული იყო,ყოველი ახალი წიგნის გამოცემისას ერთი ეგზემპლარი ეროვნული ბიბლიოთეკისათვის გადაეცა.1935 წლიდან ბიბლიოთეკაში თავმოყრა დაიწყო ძველმა ესტონურმა არქივემა და ხელნაწერებმა.1930-იან წლებში მასში უკვე 50 000 წიგნი იყო დაცული.სწორედ ამ პერიოდისათვის გახდა იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი,საჯარო დაწესებულება.საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მას შეუცვალეს სახელი და უწოდეს – ” ესტონეთის სსრკ-ს სახელმწიფო ბიბლიოთეკა”.ამავე დროს ბიბლიოთეკაში თავმოყრა დაიწყო საბჭოთა ლიტერატურამაც.1953 წელს მას კვლავ შეუცვალეს სახელი და უწოდეს ცნობილი ესტონელი პოეტის,ფოლკლორისტისა და მწერლის – ფრიდრიხ რეინოლდ კრეიცვალდის (1803-1882 წლები) სახელი,რომელიც 1988 წელს ისევ გადაარქვეს და საბოლოოდ დღემდე მას – “ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის” სახელით მოიხსენიებენ. 2007 წლისათვის ბიბლიოთეკის ფონდში დაცული გახლდათ 3,4 მილიონი წიგნი,ხელნაწერი თუ საარქივო დოკუმენტი.დღესდღეობით ესტონეთის ამ უდიდესი ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 5,6 მილიონ ევროს შეადგენს და მასში 314 თანამშრომელია დასაქმებული.ბიბლიოთეკის ახალი ნაგებობები აგებულ იქნა 1985-1993 წლებში,ცნობილი ესტონელი არქიტექტორის რაინე კარპას პროექტით.მთავარი სამკითხველო დარბაზი გათვლილია 600 ადამიანზე.”ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკა” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკად არის მიჩნეული ქვეყანაში და იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.ესტონეთის ხელისუფლება კი მის მიმართ იმთავითვე დიდ ყურადღებას იჩენს.ბიბლიოთეკას უამრავი მკითხველი სტუმრობს ყოველდღიურად და იგი ერთობ პოპულარული საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებაა ესტონეთში.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0