კიტრის მწნილი წითელი მოცხრით – რეცეპტი » www.idealuri.ge
კულინარია

კიტრის მწნილი წითელი მოცხრით – რეცეპტი

გააზიარეთ:

 

კიტრს სხვადასხვაგვარად ამწნილებენ. კლასიკურ ვარიანტში, მას ასხამენ სხვადასხვა მცენარისა და სანელებლისგან მომზადებულ მარინადში. ჩვენ კი მრავალფეროვნებას წითელი მოცხარი დავუმატეთ.

იგი კიტრს განსაკუთრებით მომჟავო-მომწკლარტო გემოს დაუმატებს და ვიტამინებით აავსებს მარინადს, რომელშიც სასარგებლო ნივთიერებათა უმეტესობა გადადის. იგი შეგიძლიათ წამლის სახითაც დალიოთ, დღეში ერთი ჭიქა.

კიტრის მწნილი

ინგრედიენტი

  • 600 გ კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1.5 ჭიქა წითელი მოცხარი
  • 3 მარცვალი შავი პილპილი
  • 3 კვირტი მიხაკი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 2.5 ს.კ. მარილი

მომზადება

1. გარეცხეთ კიტრი, დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ მასში 3 საათით. 2. ქილის ფსკერზე მოათავსეთ მოცხრის ბუჩქის ფოთლები. შემდეგ, მთელ სიგრძეზე, მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრები. არც დაჭრათ და არც ბოლოები მოაჭრათ. 3. კიტრებს შორის დარჩენილ სივრცეში ჩაალაგეთ გარეცხილი მოცხრები. 4. ჩაასხით ქილაში მდუღარე წყალი, 10 წუთში გადაასხით იგი ქვაბში. დაუმატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილის მარცვლები, მიხაკი და წამოადუღეთ. ადუღებული მარინადი გადაასხით ქილაში, რის შემდეგაც მაშინვე მოხუფეთ მეტალის თავსახურით. 5. ჩააბრუნეთ ქილა. მეორე დღეს, როცა იგი უკვე გაციებული იქნება, გადმოაბრუნეთ და შეინახეთ.  

ამ რეცეპტში დასაშვებია უკვე გავსებული ქილის სტერილიზაცია მოხუფვამდე 10 წუთით ადრე, სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • Facebook ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/24624… Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The IPL 2025 race just got tighter! After today’s match between Sunrisers Hyderabad and Delhi Capitals was washed out due to rain, SRH has officially been eliminated from playoff contention. A ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი