თუ კბილის ქვა გაწუხებთ, მას სახლიდან გაუსვლელად დამოუკიდებლად მოიშორებთ » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

თუ კბილის ქვა გაწუხებთ, მას სახლიდან გაუსვლელად დამოუკიდებლად მოიშორებთ

გააზიარეთ:

 

კბილის ქვა – კბილის ზედაპირზე კალციუმისა და ფოსფორის მარილების დაგროვებისგან გამოწვეული პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული. არსებობს ორი სახის კბილის ქვა: ღრძილზედა და ღრძილქვედა.

ღრძილქვედა ტიპის ქვას მყარი კონსისტენცია და შავი ან მომწვანო შეფერილობა აქვს. რაც შეეხება ღრძილზედა კბილის ქვას, ის ღია ყვითლადაა შეფერილი და მისი მოშორება სახლის პირობებში მარტივად არის შესაძლებელი. პაციენტების უმრავლესობა კბილის ქვის სწორედ ამ ტიპისგან იტანჯება.

მოცემული უსიამოვნო მოვლენის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ზედმეტად მჟავე საკვების მიღება და პირის ღრუს არასწორი ჰიგიენაა. საბედნიეროდ, არსებობს კვების ისეთი ნატურალური პროდუქტები, რომელთა დახმარებით პრობლემის გადაჭრა და კბილის ქვის მოშორებაა შესაძლებელი. ასეთი პროდუქტებია: ნედლი ხილი და ბოსტნეული, ისპანახი, სალათის ფურცლები და ა.შ.

გარდა ამ ნატურალური პროდუქტებისა, არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი პირის ღრუსთან დაკავშირებული ამ უსიამოვნო პრობლემის გადასაჭრელად.

გააქტივებული ნახშირის ფხვნილი

გარდა კბილის ქვის მოცილებისა, ეს იაფი სააფთიაქო საშუალება მოგაშორებთ უსიამოვნო ნადებს ემალიდან. გაითვალისწინეთ, არ არის რეკომენდებული მოცემული საშუალების ზედმეტი სიხშირით გამოყენება, რათა თავიდან ავირიდოთ ემალის დაზიანება.

ჩაალბეთ კბილის ჯაგრისი თბილ წყალში და მოაყარეთ მას გააქტივებული ნახშირის ფხვნილი. იხეხეთ კბილები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოივლეთ თბილი წყალი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 1-ხელ.

მზესუმზირისა და სეზამის ზეთი

პირის ღრუში მზესუმზირისა და სეზამის ზეთის ნარევის გამოვლებით, თქვენ არა მხოლოდ შეძლებთ კბილების ეფექტურად გაწმენდას, არამედ ტოქსიკური ნარჩენების მთლიანად მოშორებასაც. განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროცედურა სწორედ იმ პაციენტებისთვისაა, რომლებიც პირის ღრუს სხვადასხვა ინფექციებისგან და გინგვინიტისგან იტანჯებიან. სოკოს საწინააღმდგებო, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ამ ორი ზეთის ნარევი სასურველ შედეგს ხანმოკლე დროში მოგცემთ.

ჩაიგუბეთ დამზაადებული ნარევი პირის ღრუში და ივლეთ 5 წუთის განმავლობაში. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღწევამდე.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • Facebook ჯგუფის ლინკი: https://www.facebook.com/groups/24624… Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 Sub and follow twitch —- https://www.twitch.tv/nyctophil3 ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The IPL 2025 race just got tighter! After today’s match between Sunrisers Hyderabad and Delhi Capitals was washed out due to rain, SRH has officially been eliminated from playoff contention. A ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი